ძველი და მოუვლელი ყავის აპარატების პრობლემა კაფეებსა და ბარებში - ინტერვიუ სექტორის წარმომადგენელთან - Gemrielia.ge

ძველი და მოუვლელი ყავის აპარატების პრობლემა კაფეებსა და ბარებში - ინტერვიუ სექტორის წარმომადგენელთან

მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ყა­ვის აპა­რა­ტე­ბი, არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში შე­ნა­ხუ­ლი ნეს­ტი­ა­ნი ან ვა­და­გა­სუ­ლი მარ­ცვა­ლი, გა­უ­წ­მენ­და­ვი რძის ამომ­ყვა­ნე­ბი და კად­რე­ბის მუდ­მი­ვი ცვლის გამო არას­წო­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი... - ეს ქარ­თულ კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი იმ პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მიქ­სო­ლო­გი და ბარ­მე­ნი, ბა­რის­ტას ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბით, ნა­თია ხო­მე­რი­კი გვი­ამ­ბობს.

რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ჰო­რე­კა სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბის 11-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ისა­უბ­როს იმ პრობ­ლე­მებ­სა და დარ­ღვე­ვებ­ზე, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის, აპა­რა­ტე­ბის მოვ­ლი­სა და წმენ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს, მათ შო­რის, პრეს­ტი­ჟულ კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში.

- რამ­დე­ნად აქ­ცე­ვენ კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ყა­ვის ხა­რისხსა და აპა­რა­ტის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას? რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი სა­ბო­ლო­ოდ პრო­დუქ­ტის გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­ზე?

- ობი­ექ­ტებ­ში ყა­ვის მარ­ცვლის აპა­რა­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ყა­ვის მომ­წო­დებ­ლებს შე­მო­აქვთ, გარ­კვე­ულ კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში კი სა­კუ­თარს ყი­დუ­ლო­ბენ. არ­სე­ბობს შე­მოწ­მე­ბის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე, როცა მომ­წო­დე­ბე­ლი მო­დის და აპა­რატს ზე­და­პი­რუ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რებს. მა­გა­ლი­თად, მტვე­რი ადევს თუ არა, რა­საც ბა­რის­ტა თვი­თო­ნაც მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას და გა­დაწ­მენ­დს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად შე­მოწ­მე­ბა სულ სხვა საქ­მეა: უნდა გახ­სნას აპა­რა­ტი, ნა­ხოს წყლის დონე, მტვე­რი რამ­დე­ნად არის შიგ­ნით ჩა­სუ­ლი, ნა­ლე­ქი რამ­დე­ნად აქვს მო­კი­დე­ბუ­ლი და სხვა.

პრობ­ლე­მა არის სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით: პირ­ვე­ლი - მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყა­ვის მარ­ცვლის აპა­რა­ტი და მისი მოვ­ლის პრო­ცე­სის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა მომ­წო­დებ­ლე­ბის მხრი­დან; მე­ო­რე - ამ პრო­ცესს ასე­ვე უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს ბა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად, ასე არ ხდე­ბა და მე­სა­მე - რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ყავა არ მზად­დე­ბა სწო­რად.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ ად­გილ­ზე, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ­დი, ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე კარ­გად იყო და­ცუ­ლი, რე­ა­ლუ­რად კი ეს არის ობი­ექ­ტი, სა­დაც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა: ტი­ლო­თი გა­დაწ­მენდთ ბარს ან თუნ­დაც გარე სივ­რცე­ში მა­გი­დას, სა­დაც მტვრი­ა­ნია ყვე­ლა­ფე­რი, შემ­დეგ არ გა­რე­ცხავთ და ამა­ვე ნა­ჭერს ჩა­მო­უს­ვამთ რძის ამომ­ყვან მილს, შემ­დეგ აი­ღებთ „ფი­ჩერს“ და რძე ამოგ­ყავთ...ტილო რომც ირე­ცხე­ბო­დეს, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ლის გა­საწ­მენ­დად მა­ინც არ შე­იძ­ლე­ბა და, რა თქმა უნდა, ასე რომ არ მო­იქ­ცე, ში­ნა­გა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ ალ­ბათ ვი­ღა­ცაც უნდა გა­კონ­ტრო­ლებ­დეს.

- შექ­მნია თუ არა მომ­ხმა­რე­ბელს რა­ი­მე პრობ­ლე­მა ასე ამოყ­ვა­ნი­ლი რძით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყა­ვის­გან?

- რა თქმა უნდა. რძი­სა და ასე­ვე წვე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც არის კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაც: ორი­ვე ქა­ღალ­დის შე­ფუთ­ვა­შია და როცა დიდი ხნით აჩე­რებ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ძირი ლპე­ბა და ქა­ღალ­დის ნაფ­ლე­თე­ბი თხე­ვად მა­სა­ში ირე­ვა. შემ­დეგ რძეს ამო­საყ­ვა­ნად რომ ას­ხამ, ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯე­ბიც მოჰ­ყვე­ბა. თუ ბა­რის­ტა დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი არ არის, შე­იძ­ლე­ბა, ქა­ღალ­დის ნაფ­ლე­თე­ბის არ­სე­ბო­ბა გა­ე­პა­როს და ასე­თი ყავა მი­ი­ტა­ნოს მომ­ხმა­რე­ბელ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა.

- ხვდე­ბა თუ არა მომ­ხმა­რე­ბე­ლი, როცა არას­წო­რად ან არა­სა­თა­ნა­დოდ მოვ­ლი­ლი აპა­რა­ტით მომ­ზა­დე­ბულ ყა­ვას მი­ირ­თმევს?

- მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის გრძნობს ამას და არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა იცით რა არის, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა აპა­რა­ტი ღია ცის ქვეშ დგას? - ყა­ვის მარ­ცვა­ლი ნეს­ტი­ან­დე­ბა, რაც სას­მელს ყო­ველ­თვის ეტყო­ბა. ამის­გან და­ზღვე­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბი, თუმ­ცა ალ­ბათ მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა.

ასე­ვე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხვდე­ბა, როცა ყავა ძვე­ლია და ეს ხში­რად ხდე­ბა იმ ობი­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბი შეკ­ვე­თე­ბი აქვთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ყა­ვის შე­ფუთ­ვა დიდი ხნით ჩერ­დე­ბა გახ­სნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და არო­მატ­საც კარ­გავს. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვა­ნოთ „კრე­მა“, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია და ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მომ­ზა­დე­ბულ ყა­ვას ძი­რი­თა­დად არ აქვს ხოლ­მე, რისი მი­ზე­ზიც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბი და ყა­ვის მარ­ცვა­ლია.

გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა აპა­რა­ტებს და ასე­ვე გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა პერ­სო­ნალ­საც, რად­გან ყა­ვის მომ­ზა­დე­ბას სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა უნდა: ჭიქა ისე უნდა დად­გა, რომ სწო­რად ჩა­მო­ვი­დეს სი­თხე, სწო­რი რა­ო­დე­ნო­ბით დაფ­ქუ­ლი ყავა უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, სწო­რი დრო­ით ჩა­მო­ას­ხა, დაფ­ქუ­ლი ყავა დიდ­ხანს არ უნდა შე­ი­ნა­ხო და სხვა. ჩემი 11-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ა­რე ალ­კოჰო­ლის არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი, მაგ­რამ არას­დროს არ მახ­სენ­დე­ბა იგი­ვე ყა­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ალ­ბათ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რე­ბენ.

ჩვენს სექ­ტორ­ში კად­რე­ბი სა­შუ­ა­ლოდ 6 თვე­ში ერთხელ იც­ვლე­ბი­ან და ვერ ას­წრე­ბენ ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბას. როცა დამ­საქ­მე­ბე­ლიც სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს შექ­მნის, ყვე­ლაფ­რის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა უფრო მე­ტად გა­ვი­გეთ, რას ნიშ­ნავს კარ­გი ყავა და სა­დაც შევ­დი­ვართ, იმ ობი­ექ­ტის მი­მართ უფრო მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა გვაქვს ხოლ­მე. ასე­ვე, მისი მომ­ზა­დე­ბის ბევ­რი ახა­ლი წესი არ­სე­ბობს, რომ­ლებ­საც უნდა და­ვე­წი­ოთ.