myquiz

როგორ მოვუაროთ მაცივარს, რომ დიდხანს გვემსახუროს - Gemrielia.ge

როგორ მოვუაროთ მაცივარს, რომ დიდხანს გვემსახუროს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელსაწყო საჭიროებს სათანადო მოვლას, რათა დიდხანს ერთგულად გვემსახუროს.

მაცივარს ხუმრობით „მის უდიდებულესობას“ უწოდებენ, რადგან სამზარეულოს ცხოვრება სწორედ მის გარშემო ტრიალებს. მართალია, მაცივრის მოვლა არცთუ ისე რთულია, მაგრამ ამას მისი შეძენისთანავე უნდა შევუდგეთ.

ახალი მაცივრის ტრანსპორტირება უკეთესია ვერტიკალური სახით. მიზანშეწონილი არ არის მისი გადახრა. თუ ეს შესაძლებელია, მაშინ შეფუთვას დავხედოთ, სადაც აუცილებლად ეწერება, რომელ გვერდზე შეიძლება გადაიხაროს. ზოგჯერ მარკირება მოთავსებულია კომპრესორზე. როცა მაცივარი გადაიხრება, შეიძლება კომპრესორიდან დაიღვაროს ზეთი და ჩართვის შემდეგ დაზიანდეს გამაცივებელი მექანიზმი.

macivris-transportireba-1656401404.jpg

ახლად შეძენილი მაცივარი უნდა მოვათავსოთ სწორად შერჩეულ ადგილას. არ შეიძლება მისი დადგმა გამათბობელი ხელსაწყოების სიახლოვეს, მაგრამ აუცილებელია სუფთა ჰაერთან შეხება.

ახალი მაცივარი უნდა ჩაირთოს მისი დადგმიდან საათნახევრის შემდეგ. ამ პერიოდში შეიძლება მისი გარეცხვა.

ექსპლუატაციის პროცესში მაცივარი იწმინდება შიგნიდანაც და გარედანაც.

მაცივრის შიდა ნაწილი სასურველია გაირეცხოს სადეზინფექციო საშუალებით გაჯერებულ თბილ წყალში გაჟღენთილი ტილოთი ან ღრუბლით. გარდა ამისა, მაცივრის შიდა ნაწილის დასამუშავებლად გამოიყენება სპეციალური საშუალებები, რომლებიც უმჯობესია იმ ფირმებისა შევიძინოთ, რომლებიც უშვებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ეს საშუალებები ებრძვის მაცივარში უსიამოვნო სუნსაც. თუ მაცივარს არ გააჩნია ჰაერის გაწმენდის სისტემა, მაშინ უნდა შევიძინოთ ნახშირის ფილტრიანი სპეციალური არომატიზატორი სუნის გასანეიტრალებლად.

macivris-wmenda-1656401642.jpg

მაცივრის რეცხვის პროცესში განათების საშუალებები უნდა მოვარიდოთ სისველეს. ასევე ფრთხილად ვიყოთ ტემპერატურის გადამრთველთან. კარზე დამაგრებული რეზინი სასურველია გაირეცხოს უბრალოდ თბილი წყლით, ქიმიური საშუალებების გარეშე.

შიდა წმენდისათვის საჭიროა სოდიან წყალში დასველებული ღრუბელი. უმჯობესია, საპონი არ გამოვიყენოთ. უპირველესად გავასუფთაოთ სახელურები და ის ადგილები, სადაც ნათითურები ამჩნევია. უჟანგავი ფოლადის მაცივრების რეცხვისას აუცილებელია სიფრთხილე. ამიტომ რეკომენდაციებს მისი მოვლის შესახებ უნდა გავეცნოთ ან მაცივრის ინსტრუქციაში, ან კონკრეტული ფირმის საიტზე.

როგორც წესი, უჟანგავი ფოლადის მოვლისათვის გამოიყენება სპეციალური საშუალებები, რომლებიც ზოგიერთ მაცივარს თან ახლავს, მაგრამ ბევრი ფირმა ამ საშუალებებს ცალკე ყიდის. ამ შემთხვევაში, მაცივრის შეძენის დროს, უმჯობესია, რჩევებისათვის დავუკავშირდეთ კონსულტანტს.

macivris-wmenda2-1656401689.jpg

გარეცხვის შემდეგ მაცივარი გავამშრალოთ მშრალი ქსოვილით, სასურველია ფლანელით. აგრეგატის უკანა ნაწილი წელიწადში რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს მტვრისაგან და ამისათვის შეგვიძლია მტვერსასრუტი გამოვიყენოთ.

გადნობა მაცივრის მოვლის ერთ-ერთი საფეხურია. თუ მაცივარს არ გააჩნია NoFrost სისტემა, საყინულიდან უნდა მოვაცილოთ თოვლი და ყინული. ამის გაკეთება დანის, მაკრატლის ან სხვა მეტალის ხელსაწყოთი არ შეიძლება, კედლები რომ არ დავაზიანოთ. ასევე საფრთხილოა, რომ დაზიანებული კედლიდან გამოჟონილი გაზი არ მოგვხვდეს თვალებზე. უმჯობესია გამოვიყენოთ სპეციალური პლასტიკური ნიჩბები, რომლებიც ამ ტიპის მაცივრებს მოჰყვება.

თქვენ რა სიხშირით წმენდთ მაცივარს?