myquiz

„დიეტოლოგმა მითხრა არ მიმეღო დილით შვრიის ფაფა“ - აი, მიზეზი - Gemrielia.ge

„დიეტოლოგმა მითხრა არ მიმეღო დილით შვრიის ფაფა“ - აი, მიზეზი

ცნობილია, რომ შვრიის ფაფა, სასარგებლო თვისებებისა დაენერგეტიკული ღირებულების გამო, საუზმის იდეალური ვარიანტია.თუმცა ახლახან ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ შვრია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რისი მიზეზიც მასში დიდი რაოდენობით ფიტინური მჟავების შემცველობაა.

ეს ნაერთები ამუხრუჭებენ გამოფხიზლების პროცესს. უფრო მეტიც, ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზემოქმედების ხარჯზე იწვევენ ძვლებსა და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. დამტკიცდა, რომ ფიტინის მჟავები ხელს უშლის ნაწლავიდან საკვებში არსებული კალციუმის შეწოვის პროცესს. გამოდის, რომ შვრიის ფაფა სულაც არ არის დილის ენერგიის იდეალური წყარო.

ექსპერტები შვრიის ფაფის მიღებას არა საუზმეზე, არამედ სადილად გვირჩევენ. საუზმეზე, მათი რეკომენდაციით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ კვერცხს ან ქათმის ხორცს. შვრიის სრულიად უარყოფაც არ ღირს. ის უჯრედისის კარგი წყაროა, რაც, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ეხმარება. სპეციალისტები გვირჩევენ, შვრიის ფაფა შევანაცვლოთ სიმინდის, ხორბლის ან წიწიბურას ფაფით.

წყარო: mkurnali.ge