ფერმერები ამბობენ, რომ ადგილობრივი მოთხოვნა ამჟამად მცირეა - საქართველოში კარტოფილის ფასი რეკორდულად ეცემა
EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, საქართველოში კარტოფილის ახალ მოსავალზე ფასები მკვეთრად დაეცა. ბევრმა ქართველმა ფერმერმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო საბაზისო პროდუქციაზე გაძვირების მოლოდინში და შესაბამისად, რეგიონში სასურსათო უსაფრთხოების რისკების გამო, დიდი რაოდენობით კარტოფილი დარგო, მიუხედავად წარმოების მზარდი ხარჯებისა.
სასურსათო უსაფრთხოება შეიძლება მართლაც იყოს პრობლემა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ჯერჯერობით ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ ქართული კარტოფილის ექსპორტზე მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, ფასები დაეცა.
ამ დროისთვის, კარტოფილის საბითუმო ღირებულება მხოლოდ მესამედია იმასთან შედარებით, რაც ერთი თვის წინ იყო: 1 კილოგრამი საშუალოდ 1 ლარი ღირს, რაც ძალიან ახლოსაა იმავე კვირაში 2019 წლის მაჩვენებელთან.
ფერმერები ამბობენ, რომ ადგილობრივი მოთხოვნა ამჟამად მცირეა. მათი თქმით, ამ კვირაში რუსული მხრიდანაც არანაირი აქტივობა არ ყოფილა. რუსეთმა გასულ სეზონზე ბევრი კარტოფილი შემოიტანა, მაგრამ ფერმერები ამბობენ, რომ ამ სეზონზე ყველაფერი სხვაგვარადაა. ამიტომ, მწარმოებლები არ ჩქარობენ კარტოფილის აღებას.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვს, ის პრაქტიკულად უცვლელი რჩება: თუ საქართველოდან ექსპორტი სურთ, იმპორტიორები უნდა მივიდნენ ადგილზე და იყიდონ კარტოფილი.
ეკა დარჩიაშვილი
წყარო: BPN.GE