გათლამდე თუ გათლის შემდეგ? როგორ უნდა გავრეცხოთ ბოსტნეული სწორად - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები
გათლამდე თუ გათლის შემდეგ - როდის უნდა გავრეცხოთ ბოსტნეული? ბოლო დროს ეს შეკითხვა განსაკუთრებით გააქტიურდა. ხილისა თუ ბოსტნეულის სწორად გარეცხვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვისაც კი. სწორედ ამიტომ, ხილისა და ბოსტნეულის სწორად გარეცხვის შესახებ რჩევების მისაღებად სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, ირაკლი არაბულს, მივმართეთ.
არსებობს მითი, რომ ბოსტნეული და ხილი, რომელიც უნდა გავთალოთ, არ საჭიროებს გარეცხვას, მაგრამ ეს მითად რჩება და, რა თქმა უნდა, არასწორი წესი და მიდგომაა. ნებისმიერი ბოსტნეული, ასევე ხილი, აუცილებლად უნდა გავრეცხოთ, მიუხედავად იმისა, უნდა გავთალოთ თუ არა.
ბოსტნეულის და ხილის ზედაპირი დაბინძურებულია სხვადასხვა მავნე ბაქტერიებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით, მისი ასეთ მდგომარეობაში გათლით ვაბინძურებთ როგორც დანას ან სხვა დასაჭრელ ხელსაწყოს, ასევე უკვე გათლილ და გამზადებულ პროდუქტს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
როგორ უნდა გავრეცხოთ ბოსტნეული სწორად? ასევე მწვანილი? (რამე ახლის თქმა თუ შეგვიძლია აქ, რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს)
ხილისა და ბოსტნეულის სწორად გარეცხვა ასევე მნიშვნელოვანია უკვე საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოდ გამოსაყენებლად. სახლის პირობებში რეკომენდებულია დამატებით გაირეცხოს მარილხსნარით (კონცენტრაცია: 1 ლ წყალზე 10 გრ მარილი). ისეთი რისკის შემცველი ბოსტნეულის, როგორიც არის სალათის ფურცელი, პომიდორი და ა. შ. განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც მიწასთან შეხებაშია.
რომელი ბოსტნეული უნდა შევინახოთ მაცივარში და რომელი - კარადაში?
მაგალითად, კარტოფილი აუცილებელია შევინახოთ მშრალ და გრილ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, რომ არ მოხდეს სოლანინის წარმოქმნა. ასევე ისეთი პროდუქტებისთვის, რომლებიც სიმწიფის პროცესშია, რეკომენდებულია კარადაში შენახვა. მაგალითად პომიდორი, რომელსაც დაბალი ტემპერატურა სიმწიფის პროცესს უწყვეტს. პომიდვრის გემო ასევე დამოკიდებულია მისი სიმწიფეს დონეზე.