„ვაგ­რო­ვებ­დი და­ნა­ზოგს, თა­ვი­დან მარ­წყვის 300 ძირი შე­ვი­ძი­ნე“ - გაიცანით 16 წლის გურული ბიჭი, რომელმაც ბიზნესი ობლობის პენსიით დაიწყო - Gemrielia.ge

„ვაგ­რო­ვებ­დი და­ნა­ზოგს, თა­ვი­დან მარ­წყვის 300 ძირი შე­ვი­ძი­ნე“ - გაიცანით 16 წლის გურული ბიჭი, რომელმაც ბიზნესი ობლობის პენსიით დაიწყო

ლაშა-გი­ორ­გი კუ­ჭაშ­ვი­ლი 16 წლის არის, თუმ­ცა უკვე 4 წე­ლია, სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რია. მარ­წყვს უვ­ლის და სა­ერ­თოდ, მათ ოჯახ­ში ამ კულ­ტუ­რის გა­შე­ნე­ბა-მოვ­ლა მისი იდე­ით და ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო. ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ია­ნე­ულ­ში ლაშა-გი­ორ­გის იც­ნო­ბენ რო­გორც შრო­მის­მოყ­ვა­რე, მი­ზან­და­სა­ხულ, მხი­ა­რულ ბიჭს. მარ­წყვის მოყ­ვა­ნის საქ­მე­ში ბევ­რი რჩე­ვა­საც სთხოვს.

ბი­ო­მარ­წყვის სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა ობ­ლო­ბის პენ­სი­ით გა­ა­შე­ნა. "და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა. ვაგ­რო­ვებ­დი ამ და­ნა­ზოგს და მერე იდეა გა­მიჩ­ნდა, მარ­წყვის ბიზ­ნე­სი წა­მო­მე­წყო, თა­ვი­დან მარ­წყვის 300 ძირი შე­ვი­ძი­ნე. ახლა თი­თო­ე­უ­ლი ნერ­გი ჩემ­თვის თით­ქმის შვი­ლი­ვი­თაა.

ბუ­ნე­ბა მა­ნამ­დეც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რაც ეს საქ­მე წა­მო­ვი­წყე, მას მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დი და შე­მიყ­ვარ­და. სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბა, გა­რე­მო სა­ო­ცა­რი რა­მეა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ლაშა-გი­ორ­გი, რო­მელ­საც ზოგი არც უჯე­რებს, რომ მარ­წყვი მისი მოყ­ვა­ნი­ლია, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, გუ­ლით გინ­დო­დეს და ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ.

lasha-giorgi-kuchashvili-1656926485.jpg

მხი­ა­რუ­ლი და მო­უს­ვე­ნა­რი ბიჭი, რო­მე­ლიც ასე­ვე კარ­გი მოს­წავ­ლეა, არა­ერთ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი. სკო­ლა­ში მარ­წყვის სათ­ბუ­რიც აქვთ მო­წყო­ბი­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ნა­ტო­ლებს უზი­ა­რებს.

"დი­რექ­ტორ­მა მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ტე­რი­ტო­რია უნდა გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც რო­მე­ლი­მე კენკრა გა­შენ­დე­ბო­და. მან გან­ცხა­დე­ბა მარ­წყვზე და­წე­რა, და­ა­ფი­ნან­სეს და დად­გეს სათ­ბუ­რი. გარ­კვე­ულ რჩე­ვას და დახ­მა­რე­ბას მა­თაც ვუ­წევ,“ - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

გი­ორ­გი ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და, სა­დაც დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. 9 წლის წინ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ბავ­შვებს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში, ბე­ბი­ას­თან მო­უ­წი­ათ გა­დას­ვლამ, დედა კი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და.

- უკვე მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვარ, კარ­გად ვსწავ­ლობ, მიყ­ვარს სწავ­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლის სწავ­ლა მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ხან­და­ხან ვზარ­მა­ცობ ხოლ­მე. სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ა­ზე მკი­თხეთ და გე­ტყვით - ჯერ ბიზ­ნე­სი მაქვს არ­ჩე­უ­ლი და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დავ­ფიქ­რდე, სხვა რამ ავარ­ჩიო და იმ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რო... გააგრძელეთ კითხვა