„იუნესკომ“ მრავალწლიან დავას მოუღო ბოლო - ორგანიზაციამ ბორში არა რუსეთის, არამედ უკრაინის ნაციონალურ კერძად გამოაცხადა
„იუნესკოს“ განცხადებით, არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს ქმნიან, თუმცა სხვებისთვის წართმევა ეხერხებათ. ორგანიზაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მრავალწლიან დავას ბორშის წარმომავლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ბორში უკრაინის ნაციონალური კერძია და არა რუსეთის.
რასაკვირველია, რუსეთს სურდა ბორშის ერთადერთ სამშობლოდ დარჩენილიყო, მაგრამ ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისტორიული და კულტურული ღირებულებებით, მკაფიოდ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ბორში არა რუსეთს, არამედ უკრაინას ეკუთვნის.
2022 წლის 1 ივლისს „იუნესკომ“ ოფიციალურად დაამატა „უკრაინული ბორში“ მისი არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ამით ორგანიზაციამ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა დებატები იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის კერძი, რომელიც რუსეთის და უკრაინის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„იუნესკოს“ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო მედია გამოცემები ავრცელებენ.