"ცომში მოათავსეთ გამდნარი ყველი, კვერცხის გული, ცივი კარაქი და კარგად აურიეთ“ - New York Times - ის გამოცემა აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს ავრცელებს - Gemrielia.ge

"ცომში მოათავსეთ გამდნარი ყველი, კვერცხის გული, ცივი კარაქი და კარგად აურიეთ“ - New York Times - ის გამოცემა აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს ავრცელებს

New York Times - მა „ტვიტერის“ ანგარიშზე ახალი პოსტი განათავსა, სადაც აჭარული ხაჭაპურის ფოტო და მისი რეცეპტია მოცემული. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ხაჭაპურმა კი განსაკუთრებული ინტერესი უცხოელებში გამოიწვია, რომლებიც წერენ, რომ კერძს თავადაც აუცილებლად მოამზადებენ.

„აჭარული ხაჭაპურის სახელით ცნობილი ქართული კერძის მოსამზადებლად ცომში ჩაყარეთ გამდნარი ყველი, კვერცხის გული, ცივი კარაქი და კარგად აურიეთ“ - წერს „ნიუ-იორკ თაიმსის“ ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ „ნიუ-იორკ თაიმსი“ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც 1851 წლიდან დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

292451511-10152957126734999-2432570435006552039-n-1657115538.jpg