ივნისში საქართველოში მხოლოდ 6 პროდუქტი გაიაფდა - იხილეთ ჩამონათვალი
2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 6 საკვები პროდუქტი არის გაიაფებული. კერძოდ, იმ საკვები პროდუქტის ჩამონათვალს შორის, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა, ლიდერობს: სტაფილო - ფასის 9.6%-იანი შემცირებით, მას მოსდევს ლიმონი - 8.1%-იანი გაიაფებით, მე-3 ადგილზეა ბანანი - რომელიც 3.2%-ით გაიაფდა.
ჩამონათვალს შორის ხვდება ასევე, ნიორი, წიწაკა და მსხალი.