ეფექტურია ლაქების, ნაკაწრებისა და მწერების წინააღმდეგ... ყავის ნალექის 4 სასარგებლო თვისება, რომლებზეც აქამდე არაფერი იცოდით
მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად 2 მილიარდ ფინჯან ყავას სვავენ, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის, რამდენი სასარგებლო გამოყენება აქვს ჭიქაში დარჩენილ ნალექს. ბევრს ჰგონია, რომ მისი გამოყენება მხოლოდ კოსმეტოლოგიაში შეიძლება, სახის გამწმენდის და ტანის კრაბის სახით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
ნალექი ეფექტური გამწმენდია
ყავის ნალექს აქვს საკმაოდ უხეში ტექსტურა, რაც მას თითქმის შეუცვლელს ხდის სხვადასხვა დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად. ქიმიკატებისგან განსხვავებით, ყავის ნალექი უსაფრთხოდ აშორებს ყველაზე რთულ ცხიმოვან ნალექებსაც კი. საჭიროა მხოლოდ დაბინძურებულ ჭურჭელზე ნალექის სქელი ფენის წასმა და 2 წუთით დატოვება.
ნალექის გამოყენება შეიძლება ავეჯზე ნაკაწრების დასაფარად
ყავის ნალექს აქვს საღებავის თვისებებიც, რაც ძალიან სასარგებლოა ხის ავეჯის აღდგენის პროცესში. ჩაყარეთ მასში ბამბის დისკები და შეიზილეთ იმ ადგილას, სადაც ნაკაწრის დაფარვა გსურთ.
ნალექი ბუნებრივი გამაგრილებელია
ზოგჯერ მაცივარში უსიამოვნო სუნი დგება, რომლის მოშორებაც ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში ყავის ნალექი ჩაასხით მინის ქილაში და მოათავსეთ მაცივრის რომელიმე თაროზე.
ნალექი ბუზებისა და საწინააღმდეგო საშუალებაა
თუ თქვენს სახლში მწერებს ვერაფერს უხერხებთ, ყავა აქაც დაგეხმარებათ. საკმარისია მხოლოდ ნალექისთვის ცეცხლის წაკიდება და მძაფრი სუნის კვამლი მწერებს სამუდამოდ გააქრობს.
ასე რომ, ამ ყოველივეს გაგების შემდეგ ყავის ნალექის ონკანის ნიჟარაში გადასხმა აღარ მოგინდებათ. დაიწყეთ დილა არომატული სასმლით, დარჩენილი ნალექი კი სხვადასხვა ცხოვრებისეული ხრიკებისთვის გამოიყენეთ.