დილის 5 რჩევა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ წონის დაკლება გადაწყვიტეთ
წონის მატებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული არასწორი ჩვევები. მათზე უარის თქმა არც ისე ადვილია, მაგრამ თუ შეეცდებით და შეცვლით თქვენს შეხედულებას კვებაზე, მაშინ შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. დილით მარტივი წესების დაცვით შეგიძლიათ მარტივად მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები და შეინარჩუნოთ ფიზიკური ფორმა.
1. გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს
დღის რეჟიმი - ორგანიზმის ყველა სისტემის სწორი ფუნციონირების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს, რომ უკეთ აკონტროლოთ მადა და შესაბამისად, წონაც.
2. არ დაგავიწყდეთ წყალი
წყალი აუცილებლად უნდა სვათ მთელი დღის მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დილით დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ნაჭერი და 1 ჩ/კ. თაფლი. ეს დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში, რაც წონის კლებაზეც აისახება... გააგრძელეთ კითხვა