ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის, გასაღების ერთადერთი ბაზარი რუსეთი იყო - ასოციაცია - Gemrielia.ge

ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის, გასაღების ერთადერთი ბაზარი რუსეთი იყო - ასოციაცია

ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გადის - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, კენკრის გასაღების ერთადერთი ბაზარი აქამდე რუსეთი იყო, ახლა კი, რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის პრობლემაა და ამის გამო, კენკრის ექსპორტი სრულად შეჩერებულია.

მისივე განცხადებით, წელს, მოსავალი საკმაოდ კარგია და ფასიც ნორმალურია ადგილობრივ ბაზარზე. მაყვალი 5-6 ლარი ღირს, ჟოლო 7-8 ლარი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები, ექსპორტიორები და მთავრობა მცდელობას არ აკლებენ, მოსავალი ექსპორტზე ვერ გადის.

ცნობისთვის, გასულ წელს ექსორტზე 20 ტონამდე კენკრა გავიდა და სრული მოცულობა რუსეთში გაიყიდა.