10 წესი გემრიელი ყავის მოსახარშად - Gemrielia.ge

10 წესი გემრიელი ყავის მოსახარშად



1. სუფთა წყალი

გემრიელი ყავისთვის იდეალურად სუფთა წყალია საჭირო. ონკანიდან მომავალი წყალი ხშირად არ არის ასეთი.

2. არ იჩქაროთ

თუ ყავას ჯეზვეში ადუღებთ, ყოველთვის ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით. ყავა ნელა და დიდხანს უნდა იხარშებოდეს, აქ აჩქარება არაფერს გარგებთ.

3. ვიწროყელიანი ჯეზვე

თუ გემრიელი ყავის მოხარშვა გინდათ, ვიწყოყელიანი ჯეზვე გამოიყენეთ.

4. მარილი

დაამატეთ მარილი. დიახ, მარილი. მაგრამ მთელი კოვზი კი არა, 2-3 საშუალო ზომის კრისტალი საკმარისია. მისი გემო არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ სამაგიეროდ, ყავის არომატს გაამძაფრებს.

5.ჯანჯაფილი

ჩაამატეთ სულ ცოტა, მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი. განსხვავებას ნამდვილად იგრძნობთ. მარილიც და ჯანჯაფილიც წყლის დასხმამდე უნდა შეურიოთ ყავას.

6. შაქარი

უმჯობესია თუ ყავისფერ შაქარს გამოიყენებთ

7. დაფქვა

ჩაატარეთ ექსპერიმენტი: სცადეთ ძალიან წვრილად დაფქულიც და მსხვილად დაფქულიც. დაფქვის ხარისხი გემოში განსხვავებას ნამდვილად იძლევა.

8. არ აადუღოთ ყავა

ეს მთავარი წესია. როგორც კი ყავა ზემოდან აფუებას დაიწყებს, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. წუთით დაიცადეთ და კვლავ დააბრუნეთ ცეცხლზე. ასე გაიმეორეთ სამჯერ. მთავარია ზემოთ ამოფუებული აპკი არ გაიხსნას და ამოდუღდეს, რადგან მის ქვეშ მოყოლილი მთელი არომატი თან გაჰყვება.

9. ყავის მარცვლები

თუ გემრიელი ყავის მოხარშვა გადაწყვიტეთ, მაშინ მხოლოდ ხარისხიანი მარცვლები უნდა შეიძინოთ და არა დაფქული.

10. დააცადეთ ყავას "დაისვენოს"

ყავა როგორც კი ადუღდება, მაშინვე ნუ დაასხამთ ფინჯნებში. დააცადეთ 30 წამი, რომ შედარებით ერთგვაროვანი კონსისტენცია დაიბრუნოს და შემდეგ ჩამოასხით