რა არის ნამდვილი იტალიური პიცის საიდუმლო? - გაიგეთ ყველაფერი პიცის შესახებ - Gemrielia.ge

რა არის ნამდვილი იტალიური პიცის საიდუმლო? - გაიგეთ ყველაფერი პიცის შესახებ

იტალია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა თავისი ისოტრიით, კულტურით, ხელოვნებით და, რაც ყველაზე მთავარია, სამზარეულოთი. მსოფლიოში აღიარებული იტალიური სამზარეულო გამორჩეულია მრავალფეროცნებით, განსაკუთრებული გემოებითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.იტალიის სხვადასხვა მხარეს სახელგანთქმული საკულტო კერძები აქვთ. ამ მრავალფეროვან ასორტიმენტში კი ძალიან რთულია ამოარჩიო ერთი კონკრეტული, რომელიც ქვეყნის ნომერ პირველ კერძად ჩაითვლება. თუმცა პიცა ნამდვილადაა ის კერძია, რომლის ხსენებაზეც აუცილებლად იტალია გაგახსენდებათ!იტალიაში სხვადასხვა ფორმისა და შიგთავსის პიცაა გავრცელებული, კლასიკური მრგვალი პიცით დაწყებული, სამკუთხა პიცით დამთვრებული, რომელზეც თქვენს სახელსაც დააწერენ. საუკეთესო პიცის დასაგემოვნებლად ბლოგერი ნეაპოლში ჩასვლას გვირჩვენ, რადგან სწორედ ის ითვლება პიცის დაბადების ადგილად. ეს წოდება ნეაპოლს ოფიციალურად 2009 წელს ევროკავშირმა მიანიჭა, ნეაპოლურმა პიცამ კი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო.

მართალია თანამედროვე პიცა ნეაპოლში გამოიგონეს, თუმცა მას საუკუნებიის ისტორია აქვს. სუნელებიტ შეზავებულ თხელ პურს მიირთმევდნენ ეგვიპტეში, საბრძნეთსა და რომში. თხელი ცომის ფენას დებდნენ გავარვარებულ ქვაზე ან ღუმელში, გამომცხვარ პურზე კი მწვანილებს, სოკოს და სხვა ინგრედიენტებს აყრიდნენ.არსებობს ისტორიული ჩანაწერები იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ ჯარისკაცები თავიანთ აბჯრებს თხელი პურის გამოსაცხობად ანტიკურ პერსიაში.

ნეაპოლური პიცა მე-18 საუკუნეში დაიბადა. იმ დროისთვის ეს კერძი დელიკატესს ნამდვილად არ წარმოდგენდა. ამ პერიოდში ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქალაქი იყო. ურბანული გარემოს განვითარებასთან ერთად უამრავი ადამიანი სიღარებეში აღმოჩნდა. მათგან ყველაზე დაბალ ფენას ლაზარონებს, იგივე ნეაპოლიტანელ მაწანწალებს უწოდებდნენ. სწორედ ლაზარონებისთვის, რომლებიც ყოველ დილით ახალი საქმის საპოვნელად ჩქარობდნენ და გროშებზე მუშაობდნენ, გაჩნდა პირველი პიცა. საკვები, რომელიც იაფი და მარტივი იყო. პიცას ვაჭრები ქუჩაში ჩამოტარებით ყიდდნენ და ნებისმიერ გამვლელს შეეძლო იმ ზომის ნაჭრის ჩამოჭრა ეთხოვა, რამდენის შეძენის საშუალებაც ჰქონდა.იმ დროის პიცა მარტივი ინგრედიენტებისგან შედგებოდა, ზოგჯერ მხოლოდ ცხოველის ცხიმით, ნივრითა და მარილით, უკეთეს შემთხვევაში კი იყინებდნენ კაჩოკოვალოს, იგივე ცხენის ყველს, პატარა თევზებსა და რეჰანს.დიდი ხნის განმავლობაში პიცას სერიოზულ კერძად არ განიხილავდნენ. ლაზერონების სახელთან დაკავშირებულ საკვებს ხშირად გულისამრევადაც მოიხსენიებდნენ. თუმცა ეს გარემოებები ისტორიულმა კონტექსტმა შეცვალა. 1861 წელს იტალია მეფე უმბერტო პირველისა და დედოფალ მარგარიტას მმართველობის ქვეშ გაერთიანდა. ისინი ნეაპოლს 1889 წელს ესტუმრნენ. ლეგენდის თანახმად, მოგზაურობაში მყოფი წყვილი დაღლილი იყო ფრანგული დახვეწილი კერძებისა და დელიკატესების მირთმევით. მათ ადგილობრივი უბრალო კერძების დაგემოვნება ითხოვეს, რისთვისაც ადგილობრივი პიცერიის შეფი, იგივე პიცაიოლო რაფაელო ესპოსიტო მოიწვიეს. მან სამეფო სტუმრებისთვის სამი სახის პიცა მოამზადა, თუმცა მათგან სწორედ ერთი ყველაზე მეტად მოეწონა დედოფალ მარგარიტას. პიცა, რომელიც დღეს დედოფლის სახელს ატარებს შედგება სამი ინგრედიენტისგან - პომიდორი, მოცარელა და რეჰანი. სიმბოლურია, რომ ამ სამი ინგრედიენტის ფერი ზუსტად ემთხვევა იტალიის დროში ფერებს.

სამეფო აღიერებამ პიცის პოპულარობა გაზარდა. ის აღარ იყო მხოლოდ ღარიბების საკვები, არამედ კერძი, რომელსაც სამეფო ოჯახში მიირთმევდნენ.იტალიაში საერთო აღიარების მიუხედავად, ნეაპოლის საზღვრებს გარეთ პიცა 1940-იან წლებამდე არ იყო პოპულაურლი. თუმცა ოკეანის მიღმა ამერიკაში პიცამ იპოვა თავისი მეორე სახლი. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ნეაპოლიტანელები, ისევე, როგორც სხვა ევროპელები მასობრივად მიემგზავრებოდნენ ამერიკაში ქარხნებში დასასაქმებლად. ნეაპოლელებმა თავიანთი მარტივი და გემრიელი პიცის რეცეპტი თან წაიყოლეს და მალევე დაიმსახურეს მოწონება უცხო მიწაზე. უკვე, 1905 წელს ნიუ-იორკში პირველი პიცერია გახსნა ჯენარო ლომბარდიმ. იგი პირველი იყო, რომელსაც ოფიციალური ამერიკული მოწმობა მიენიჭა ამ კერძის მოსამზადებლად.ქვეყნის გარშემო ურბანიზაციის გავრცელების პარალელურად პიცა სხვადახვა ქალაქში გავრცელდა. მალევე არატიალიურმა რესტორნებმა დაიწყეს პიცის მომზადება, უფრო მეტი გაყიდვებისთვის კი ადგილობრივ მოთხოვნებთან და გემოვნებასთან მორგებას ცდილობდნენ. ამერიკული პიცას აღარაფერი ჰქონდა საერთო იტალიურ ეთნიკურ კერძთან. ის გახდა, სწრაფი, სახალისო საჭმელი, რომელსაც ყველა ქალაქში თავისებურად ამზადებდნენ. მაგალითად, კალიფორნიულ პიცას შიგთავსში გრილზე შემწვარი ქათმის ნაჭრები და შებოლილ ორაგული აქცს. ჩიკაგოში პიცა, რაც შეიძლება სქელი ცომისგან მზადდება, შიგთავსი კი სავსეა ყველით, მარინარა სოუსითა და სხვა არომატული ინგრედიენტებით. საინტერესო ვარიანტია ჰავაური პიცა, რომელშიც მთავარ ინგრედიენტებთან ერთად ლორი და ანანასია აქვს დამატებული.

1950-იანი წლებში პიცის ისეთი ქსელური რესტორნები გაიხსნა, როგორებიცაა „Pizza Hut”, “Little Caesar’s”, 1960 წელს კი მსოფლიოში სახელგანთქმული „Domino’s” გაიხსნა. 1950-იან წლებშივე გაჩნდა გაყინული პიცის იდეაც. ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად, მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი, თუმცა ისევ იაფი გამოსავალის შეთავაზება იყო საჭირო. სუპერმარკეტებმა გაყინული პიცის მასობრივად გაყიდვა დაიწყეს. ამ პროცესს ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ამერიკაში უფრო და უფრო მეტი ოჯახისთვის იყო ხელმისაწვდომი მაცივრები, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომხმარებელი გაყინული პიცის შენახვას სახლშიც შეძლებდა.ასე ნელ-ნელა პიცამ გადაინაცვლა „fast food-ის” რიგებში და დღეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულაურილი სწრაფი კვების პროდუქტია. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში არაერთი რესტორანია, სადაც პიცის ერთ ნაჭერს ერთ დოლარად შეიძენთ. ამ პიცას ნიუ-იორკში დოლარიან პიცასაც უწოდებენ.

მართალია, პიცამ ანტიკური საბერძნეთიდან დაწყებული, იტალიით გაგრძელებული გრძელი გზა განვლო , მაგრამ ის დღეს უამრავი ადამიანის საყვარელი კერძია. თითოეულ ნაჭერ პიცაში იგრძნობა მისი მდიდარი ისტორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის. მსოფლიოს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარდაქმნებიც კი იგრძნობა მის გემოებში.დროთა განმავლობაში იცვლებოდა ინგრედიენტები კონკრეტულ გარემოსთან მორგების მიზნით. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო ვინ როგორ პიცას აცხობს, ყველა კარგ პიცას აქვს ერთი საერთო - პურის ფენა, რომელიც თითოეულ განსხვავებულ ინგრედიენტს ერთად იტევს.