შეცდომები, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს... როგორ უნდა შევინახოთ კიტრი სწორად
კიტრის შენახვა ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ პრობლემატური საკითხია, რადგან უამრავი სხვადასხვა რეცეპტი და გზა არსებობს, თუმცა ის მაინც საკმაოდ მალე იწყებს ლპობას.
ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად, კიტრის შერჩევისას, აუცილებელია რომ ყურადღება მიაქციოთ მისი ქერქის სისქესაც, არ იყიდოთ თხელკანიანი კიტრი და დარწმუნდით, რომ ბოსტნეული ქიმიკატების დახმარებით დამწიფებული არ არის.
როგორ შევინახოთ კიტრი დიდხანს:
მეთოდი 1
ყველაზე ხშირად ბოსტნეულს მაცივარში ვინახავთ, მაგრამ ხშირად ამას არასწორად ვაკეთებთ. კიტრი უნდა მოთავსდეს სპეციალურ ქვედა განყოფილებაში, რომელსაც აქვს საკუთარი უჯრა და არა საერთო განყოფილებაში, სხვა საკვებთან ერთად.
მეთოდი 2
მათთვის ვინც კიტრს კანის გარეშე მიირთმევს, მისი კვერცხის ცილაში ამოვლება შესანიშნავი ხრიკია, რადგან ცილა ქმნის დამცავ ბარიერს ბოსტნეულის კანზე, რომელიც აბალანსებს ტენიანობას და იცავს კიტრს დალპობისაგან.
მეთოდი 3
ეს მეთოდი მოიცავს უბრალო ქაღალდის გამოყენებას. სცადეთ და კიტრი შეფუთეთ ქაღალდში ან ხელსახოცში, ამის შემდეგ კი მოათავსეთ ის პლასტმასის კონტეინერში.
მეთოდი 4
ჩაასხით წყალი შესაფერისი ზომის კონტეინერში, ჩაყარეთ მასში კიტრი, თუმცა მოაჭერით თავიც და ბოლოც. შეცვალეთ წყალი დღეში ერთხელ და კიტრი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ახალივით იქნება.
ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენს მაცივარში კიტრი მაქსიმალურად ნელა დალპება, მანამდე კი ახალივით გემრიელ და ხრაშუნა კიტრს უამრავ სალათში თუ კერძში გამოიყენებთ!