„კარტოფილი მოატანინა და გაფცქვნა დაიწყო... ფული არაა საჭიროო“ - თურქული სტუმარმასპინძლობის შესახებ - Gemrielia.ge

„კარტოფილი მოატანინა და გაფცქვნა დაიწყო... ფული არაა საჭიროო“ - თურქული სტუმარმასპინძლობის შესახებ

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჯახაშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თურქეთის ერთ-ერთ სასადილოში შევედი და პიურე მოვითხოვე მითხრეს არაგვაქვსო და სხვა კერძები შემომთავაზეს , ჭრილობა ვაჩვენე და უთხარი ყველაფერი არ მეჭმევათქო დამხედა და შეწუხდა დაჯექიო მოიცადეო დაუძახა დამხმარეს და რაღაც უთხრა მეც ჩამოვჯექი, კარტოფილი მოატანინა და გაფცქვნა დაიწყო, წყალი დადგა და უცბათ ჩაყარა მოიცადეო, მეც გაკვირვებული ვიყავი, ვუცდიდი. გააკეთეს პიურე და მომართვეს, წყალიც მომიტანეს, ცივი მივირთვი და სალაროსთან რომ მივედი, მკითხა, საიდან ხარო. ჯორჯიათქო - ვუთხარი, შემომხედა და გურჯისტანო? ხოოთქო და ხელით მანიშნა ფული არაა საჭიროო გავოგნდი არ გამომართვა ფული ჭრილობაზე მიმანიშნა გამოჯანმრთველებას გისურვებო. მადლობა მოუხადე და გაკვირვებული გამოვედი მეგობრებო და გაოცებული ასეთი პატივისცემა უცხო ქვეყანაში ძალიან მესიამოვნა. მადლობას ვუხდი თურქ ხალხს ეს კეთილი ჟესტი არასდროს დამავიწყდება სადამ ცოცხალი ვიქნები.“