myquiz

ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის... - წაიკითხეთ ვრცლად - Gemrielia.ge

ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის... - წაიკითხეთ ვრცლად

საქართველოში მომხმარებლის მოთხოვნები პირველადი მოხმარების პროდუქტების, მათ შორის ყავის ხარისხის მიმართ წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 3-4 წელში ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ნატურალური ნედლეულით მომზადებული ახალი ყავა, რომელიც გამომშრალი გრანულებისგან მომზადებულ ხსნად ყავას ნელ-ნელა ანაცვლებს.

ხსნადი ყავა დიდი ხანია პოპულარობას კარგავს ევროპაში, თავისი საეჭვო შემცველობისა და მწირი გემოვნური თვისებების გამო. იტალიელებს, ფრანგებს, ირლანდიელებს თუ ბერძნებს, თავიანთი ყავის კულტურა აქვთ, სადაც სიახლე და მდიდარი გემოვნური თვისებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხსნად ყავას ნაკლებ უპირატესობას ანიჭებენ, სწორედ მისი გემოვნური თვისებები და სიჯანსაღესთან დაკავშირებული კითხვის ნიშნებია.

რა არის ხსნადი ყავა და რატომ მიიჩნევა ის ტრადიციულთან შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტად?

ხსნად ყავას გაყინვის მეთოდით ამზადებენ. თავდაპირველად მას ყინავენ და შემდეგ მცირე ნაწილაკებად ჭრიან. საბოლოოდ, ვაკუუმში დაბალ ტემპერატურაზე აშრობენ. გამომშრალ, გრანულებად ქცეულ პროდუქტს მხოლოდ ცხელი წყლის დამატება და რამდენიმე წამი სჭირდება, რომ მომზადდეს. ამგვარი პროცესირებით ყავა კარგავს პირვანდელ არომატს, გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს, საბოლოოდ კი მომხმარებლამდე დაბალი ხარისხის პროდუქტი მიდის.

  • ხსნადი ყავის ერთჯერად შეფუთვებში დაახლოებით 1,8 გრამი ყავაა მოთავსებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას დამატებული აქვს ბარდა, სოიო, შვრია, ქერის ალაო, სხვადასხვა მცენარე, სტაბილიზატორები, სინთეტიკური კოფეინი და სხვა ნივთიერებები, რომელთა სინთეზიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ხსნადი ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, განსაკუთრებით კი გულთან, ღვიძლთან და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
  • Healthguide.net-ის ინფორმაციით, დღეს, ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის.
  • მწირი გემოვნური თვისებები შეიძლება მის უხარისხო ყავის მარცვლით დამზადებას დავუკავშიროთ. გონივრული ვარაუდით, აღნიშნული ყავა შეიცავს მხოლოდ რობუსტას მარცვლებს, რომლითაც არაბიკასთან სინთეზის გარეშე გემრიელი სასმლის მომზადება ნაკლებად არის შესაძლებელი. ყავა თავის გემოვნურ თვისებებს ახლად დაფქვის ან დაფქვის შემდეგ სწორად შენახვის შემთხვევაში ინარჩუნებს. მისი მომზადების შემდეგ არომატი და მძაფრი გემო „გვატყობინებს“, რომ ახალ, ნატურალურ პროდუქტს ვსვამთ, რისი ნაკლები ალბათობაცაა ხსნადი ყავის მიღებისას.

xsnadi-yava2-1657779006.jpg

ამასთან, საკმაოდ დახურულია ხსნადი ყავის წარმოების პროცესიც და დაინტერესებული მომხმარებლისთვის ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის დაკვეთა უკვე ნატურალური ნედლეულისგან მომზადებული ყავაა, მაგალითად, მაგისტრალებზე და სადგურებზე არსებულ ე. წ. take away ტიპის ობიექტების უმრავლესობაში სტუმრებს ისევ ხსნად ყავას სთავაზობენ, რაც დაბალი ხარისხის სერვისზე მიუთითებს.