ჟელატინის ნიღაბი შუბლის ნაოჭების გასასწორებლად - ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ
დღევანდელი ცხოვრების სწრაფ ტემპში ძნელია საკუთარი თავისთვის საკმარისი დროის გამოყოფა, ყოველდღიურად კოსმეტოლოგთან და სილამაზის სალონში სიარული მაგრამ, სინამდვილეში, ამ პროცედურების სახლის პირობებში ჩატარებაც შესაძლებელია.
შუბლიდან ნაოჭების მოშორების ეს მეთოდი ძალიან მარტივია, არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს და დიდ დროს.
ამ მეთოდის გამოყენების დადებითი მხარეები ითვალისწინებს სახის კუნთების სასიამოვნო მოდუნებას, კანქვეშა შეშუპების აღმოფხვრას, კანის დაჭიმვას და ნაოჭების გასწორებას.
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჭიქა ცივი წყალი
- 2-3 ჩკ ჟელატინი
- 2-3 ჩკ მარილი
- მარლის ნაჭერი ან სამედიცინო სახვევი
მომზადება და გამოყენება:
გახსენით მარილი წყალში, დაუმატეთ ჟელატინი, კარგად აურიეთ და ცოტა ხანი დატოვეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ აურიეთ.
შემდეგ ვჭრით სახვევს ან მარლას, ვკეცავთ 3-4 ფენად, ვასველებთ მომზადებულ ნარევში და ვისვამთ შუბლსა და სახის სხვა პრობლემურ უბნებზე. გაშრობის შემდეგ სახვევი კვლავ უნდა დატენიანდეს და პროცედურა განმეორდეს. საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 15-20 წუთია.
თუ ნიღბის მოხსნის შემდეგ სახეზე სიმშრალეს იგრძნობთ, გამოიყენეთ შრატი ან გელი დასატენიანებლად.
ამ ნიღბის დატოვება შესაძლებელია მთელი ღამის განმავლობაშიც. იმისათვის, რომ შუბლის ნაოჭები კარგად გასწორდეს, რეკომენდებულია ყოველთვიური კურსის გავლა.