პროდუქტები იმ ორგანოებს ჰგავს, რისთვისაც სასარგებლოა! - Gemrielia.ge

პროდუქტები იმ ორგანოებს ჰგავს, რისთვისაც სასარგებლოა!

ზოგიერთი პროდუქტი ძალიან ჰგავს სხეულის იმ ორგანოს, რისთვისაც სასარგებლოა. დამთხვევაა? შესაძლოა, მაგრამ ნამდვილად საინტერესო ფაქტია.


სტაფილოს ნაჭერი ადამიანის თვალს ჰგავს. სტაფილო დიდი რაოდენობით ბეტა კაროტინს შეიცავს, რაც თვალის კატარაქტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
 



პამიდორს ოთხი პარკუჭი აქვს და წითელია, ისევე როგორც ადამიანის გული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პამიდორში შემავალი ლიკოპენი აუცილებელია გულისა და სისხლისთვის.
 



ყურძენი ფილტვების ალვეოლას წააგავს. ალვეოლა ფილტვის ქსოვილია, რომელიც თავისი სტრუქტურის წყალობით აწვდის ჟანგბადს სისხლს. როგორც ცნობილია, ყურძენი ფილტვის კიბოს განვითარებას უშლის ხელს, ხოლო ყურძნის წიპწა შეიცავს პროანთოციანიდინს, რაც ალერგიული ასთმის შეტევებს ამცირებს.
 



ნიგოზი ტვინს წააგავს, ტავისი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებით. ნიგოზი სასარგებლოა ტვინის ნეირონებისთვის, მასში შემავალი ომეგა 3 და ცხიმები ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
 



თირკმელა ლობიო - სახელი ყველაფერს ამბობს. მასში შემავალი მინერალები და ვიტამინები ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა, მაგრამ უკვე დაზიანებული თირკმელების შემთხვევაში, უმჯობესია ზომიერად ჩავრთოთ რაციონში.


ნიახურის ღერები ძვლებს ჩამოჰგავს. ეს ბოსტნეული სწორედ რომ ძვლებისთვისაა კარგი. მასში შემავალი ნატრიუმი და სილიციუმი ძვლებს ამაგრებს და კვებავს

 



ავოკადო საშვილოსნოს ჩამოჰგავს. თანამედროვე კვლევებით დადგინდა, რომ კვირაში 1 ავოკადოს მიღება აბალანსებს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმში. ავოკადოში დიდი რაოდენობთ შედის ფოლის მჟავა, რაც საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენციისთვის სასარგებლოა.
 



ლეღვი სპერმის გამომუშავებას აუმჯობესებს და მამაკაცის ნაყოფიერების უნარს ზრდის.



ბატატი პანკრეასს წააგავს და დიაბეტიკებში გლიკემიური ინდექსის დაბალანსება შეუძლია
 




ზეთისხილი საკვერცხეების მუშაობას აუმჯობესებს. იტალიელი მეცნიერების კვლევებით, ქალები, რომლების ზეითუნის ზეთს მოიხმარენ, 30 %-ით უფრო ნაკლებად ავადდებიან საკვერცხეების სიმსივნური დაავადებებით.


გრეიფრუტი და სხვა ციტრუსი ძალიან ჰგავს სარძევე ჯირკვლებს. შესაძლოა ეს მხოლოდ დამთხვევაა, თუმცა ექიმთა მტკიცებით, გრეიფრუტში შემავალი ლიმონოიდი აფერხებს კიბოს წარმოქმნას როგორც ლაბორატორიის ცხოველების, ისე ადამიანის სარძევე ჯირკვლებში.
 



ჯანჯაფილი კუჭს ჰგავს და ეხმარება კიდეც მას საჭმლის მონელებაში. ინდოელები და ჩინელები მას უძველესი დროიდან იყენებენ კუჭის და საჭმლის მონელების პრობლემების დროს.
 



გაჭრილი სოკო ადამიანის ყურს ჰგავს. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები სმენას აუმჯობესებს, განსაკუთრებით სასარგებლოა ძვლებისთვის, მათ შორის ყურის მემბრანებისთვის, რომელიც ბგერის გადაცემას უზრუნველყფს.
 



წითელი ღვინო სისხლივითაა. როცა სვამთ, თქვენ მისი საშუალებით ქოლესტერინს ებრძვით, რომელიც გულისა და სისხლძარღვებისთვის მავნეა

 



ჟენშენის ფესვი ადამიანის სხეულს ჰგავს და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ორგანოზე დადებთად მოქმედებს.