საქართველოში თითქმის ყველგანაა... - წაიკითხეთ, როგორ გამოიყენება მრავალძარღვა ხალხურ მედიცინაში - Gemrielia.ge

საქართველოში თითქმის ყველგანაა... - წაიკითხეთ, როგორ გამოიყენება მრავალძარღვა ხალხურ მედიცინაში

წლებია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მაქვს.მთელი ცხოვრება მისი მართვაა საჭირო,რეგულარულად პრეპარატების მიღება, რომლებიც ზოგჯერ თავადაც კი აღიზიანებენ კუჭის ისედაც დაზიანებულ ლორწოვან გარსს. ამ შემთხვევაში ჩემი მცველი მრავალძარღვა გახდა, რომელსაც სალბის ბალახთან ერთად სამკურნალოდ ვიყენებ:

აიღეთ ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს ერთხელ დღეში და ამას ვაგრძელებ 10 დღის განმავლობაში. შემოდგომაზე, როცა გამწვავების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს, იმავე ნაყენს კვლავ 10 დღის განმავლობაში ვღებულობ, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზებით – ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.

წყარო: mkurnali.ge