სასწაულმოქმედი კრემი ნაოჭებთან საბრძოლველად - ყველა საჭირო ინგრედიენტი უკვე თქვენს სამზარეულოშია
ამ ცნობილი და ეფექტური კრემის ინგრედიენტებს თქვენივე სამზარეულოში იპოვით. რეცეპტი ადვილია და ნამდვილად სასწაულებრივი შედეგი აქვს.
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კრემი დიდხანს იწოვება კანში, ამიტომ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე გამოიყენეთ. პირველ შედეგს სამი დღის შემდეგ იხილავთ.
მზადდება ასე:
1 ს.კ გვირილას და 200 მლ წყალს 15-20 წუთი ადუღებთ.
ნახევარი კვერცხის გული, 2 ჩ.კ ნუშის ან ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ სოდა (ან ზღვის მარილი, კულინარიული) 2 ჩ.კ გვირილის ნაყენი, 0.5 ჩ.კ ნატურალური თაფლი და 2 ჩ.კ. კოსმეტიკური ვაზელინი უნდა შეურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემი მაცივარში უნდა შეინახოთ.
მოხმარების წინ, მცირე ნაწილი ხელის გულზე გადმოიღეთ და ასე შეათბეთ, შემდეგ სუფთა კანზე მსუბუქი მოძრაობებით წაისვით და კარგად შეიზილეთ. 30-40 წუთის შემდეგ ბამბის ტამპონით ან ხელსახოცით მოიცილეთ ნარჩენები. ტამპონი შეგიძლიათ მინერალურ წყალში დაასველოთ.
ის, ვინც კანს დიდ ყურადღებას აქცევს და პატივისცემით ეპყრობა, კრემის ეფექტით კმაყოფილი დარჩება.