პროდუქტები, რომლებიც წნევასთან ბრძოლაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ (+ თევზის კერძის რეცეპტი) - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომლებიც წნევასთან ბრძოლაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ (+ თევზის კერძის რეცეპტი)

ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანების დიეტა აუცილებლად უნდა შეიცავდეს პროდუქტებს, რომელთაც წნევის დაწევა შეუძლიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დაავადება საკმაოდ ხშირად იწვევს გულის შეტევას და ინსულტს, თქვენ უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობა თქვენი დიეტის მიმართ.

გართულებების რისკის შესამცირებლად, კარდიოლოგები მკაცრად გვირჩევენ საჭმლის მომზადებას იმ ინგრედიენტებისგან, რომლებიც აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ გულის მუშაობას. მათ გარდა ჰიპერტონიულმა პაციენტებმა უნდა მიირთვან საკვები, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 3 გრამი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ ჰიპერტონული პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამიტომ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, უნდა ეცადონ და შეცვალონ მენიუ მასში ახალი პროდუქტების დამატებით. ორაგული, სკუმბრია და ქაშაყი არის საკვები, რომელიც შეიცავს ყველაზე მეტ ომეგა -3-ს. ასევე, ეს მჟავები არის კაპელინის, ტუნას, სარდინის, კალმახის, კალმარის, მიდიების და სხვა ზღვის პროდუქტების შემადგენლობაში.

გიზიარებთ ჯანსაღი და გემრიელი კერძის რეცეპტს:

tevzi-1658315022.jpg

დაგჭირდება:

  • 800 გრ ქაშაყის მსუბუქად დამარილებული ფილე;
  • 400 გ კარტოფილი;
  • 250 გრ ხახვი;
  • 500 მლ რძე;
  • 30 გრ კარაქი;
  • 30 გრ ხორბლის ფქვილი;
  • 1 კბილი ნიორი;
  • 2 ყლორტი თიამი;
  • 3 შავი პილპილის მარცვლები;
  • 1 მუსკატის კაკალი;
  • 2 ჩკ მარილი;

როგორ მოვამზადოთ:

ბეშამელის სოუსისთვის ჩაასხით რძე სქელ ძირიან ქვაბში და მოაყარეთ 50 გრამი ხახვი. დაამატეთ სანელებლები და დაფქული ნიორი. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში, დროდადრო ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან, მოაყარეთ წიწაკის მარცვლები და ხახვი.

ცალკე ქვაბში გააცხელეთ კარაქი საშუალო ცეცხლზე. შეწვით მასზე ხორბლის ფქვილი, სანამ ღია ოქროსფერი არ გახდება. დაასხით რძე და ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი.

კარტოფილს ვასუფთავებთ და ვჭრით რგოლებად. საცხობ ჭურჭლის ძირში ჩავყაროთ კარტოფილი. დარჩენილი ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვათავსოთ ზემოდან. ჩაასხით ცოტა სოუსიც.

ქაშაყის ფილე რულეტებად გავაბრტყელოთ და კარტოფილზე წავუსვათ. მოასხით ბეშამელი, ისე რომ მთლიანად დაიფაროს თევზი. ვაცხობთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.

გაამრავალფეროვნეთ თქვენი დიეტა ცხიმოვანი მჟავების შემცველი მხოლოდ რამდენიმე საკვებით და ძალიან სწრაფად შეამჩნევთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.