ჩაის მოქტეილი მანგოთი და ლაიმით - Gemrielia.ge

ჩაის მოქტეილი მანგოთი და ლაიმით

ჩაი დღემდე კაცობრიობის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია – მას ვსვამთ გამოსაფხიზლებლად, ძალების აღსადგენად, განტვირთვისა თუ განწყობის ასამაღლებლად და, რაც მთავარია, მისი სასარგებლო თვისებების გამო. მისი შთაგონებით ქმნიან კერძებსაც, ტკბილეულსა თუ კოქტეილებსაც და მათ ჩაის უნიკალური გემოთი და თვისებებით ამდიდრებენ.

ცეილონის ჩაის უმსხვილესი მწარმოებელი „დილმა“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩაის გამოყენება თანამედროვე გასტრონომიასა და მიქსოლოგიაში დაიწყო. ის თავის მომხმარებლებს მის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას ასწავლის და მათ მრავალფეროვან რეცეპტებს სთავაზობს.

ჩვენ გასწავლით „დილმას“ მიერ შექმნილი მოქტეილის მომზადებას, გაჯერებულს ჩაისა და სხვა ინგრედიენტების ცოცხალი გემოებით.

ინგრედიენტები:

  • 80 მლ „დილმას“ შავი ჩაი „ინგლისური საუზმე“
  • 20 მლ ფორთოხლის წვენი
  • 20 მლ მანგოს წვენი
  • 10 მლ ლაიმის წვენი
  • 10 მლ დარიჩინის სიროფი
  • პიტნა

მომზადების წესი:

პირველი ხუთი ინგრედიენტი მოვათავსოთ შეიკერში ყინულებთან ერთად და შევანჯღრიოთ. შემდეგ ყინულიან ჭიქაში გადმოვწუროთ და გავაფორმოთ პიტნით.

ისიამოვნეთ მოქტეილის მკვეთრი და ცოცხალი გემოებით!

„დილმა“ შრი-ლანკაში 1985 წელს დაფუძნდა და მალევე ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებლად იქცა. მისი ჩაი ხელით იკრიფება, საუკეთესო ფოთლებისა და ყლორტებისგან მზადდება და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს.

„დილმას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ევროპროდუქტია“, ამიტომ ჩაის სრული ასორტიმენტის შეძენას მის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ის, ასევე, ხელმისაწვდომია მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.

R