„პიცაზე მაიონეზის მოსხმა არ ტეხავს...“ 13 გასტრო-სტერეოტიპის „მუხლზე გადამტვრევა“ არჩილ ზამბახიძისგან - Gemrielia.ge

„პიცაზე მაიონეზის მოსხმა არ ტეხავს...“ 13 გასტრო-სტერეოტიპის „მუხლზე გადამტვრევა“ არჩილ ზამბახიძისგან

იურისტი, კულინარიული წიგნის „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ თანაავტორი, და „პაცცას“ თანადამფუძნებელი არჩილ ზამბახიძე ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო კულინარიული პოსტებით. ამჯერად მან 13 გავრცელებულ გასტრონომიულ სტერეოტიპს მოუყარა თავი და სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა:

1. მაიონეზი არ არის მავნე პროდუქტი.

2. კონსერვი არ ნიშნავს უხარისხოს.

3. პიცაზე მაიონეზის მოსხმა არ ტეხავს.

4. შაურმა არ არის მავნე პროდუქტი.

5. თბილისში რაც იყიდება, თითქმის ყველა შაურმა მავნეა. მიზეზი - გაურკვეველი წარმოშობის ხორცი, უკონტროლო გაყინვა-გალღობა, გაცხელებული უხარისხო მაიონეზი და უხვი ქოლესტერინი.

6. თბილისში, არცერთ სუშის არ მოყვება ვასაბი. ეგ, რეალურად, პირშუშხაა. მიზეზი - გაცილებით იაფია.

7. მარკეტებში არსებული მდოგვების ნაწილი არაა მდოგვი. ეგეც პირშუშხაა. მიზეზი იგივე.

8. ნედლი ხორცის გარეცხვა უარესია. ამით, ხელს უწყობთ მავნე ბაქტერიების გამრავლებას.

9. საფუარი არ ასუქებს. თუ კილოგრამობით არ ჭამ.

10. უსაფუარო პურიც იგივენაირად “ასუქებს”.

11. ხსნადი ყავა არ აფხიზლებს. ხსნადი ყავა ადუნებს. ყავა აფხიზლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი მარცვალია დაფქული. მიზეზი - ხსნადი ყავის 85-90% მზადდება მხოლოდ ყავის მარცვლის გულით, ანუ თეობრომინით. თეობრომინი აძინებს.

12. სტეიკს რომ გაჭრი და წითელი სითხე გადმოდის, ეგ სისხლი არაა. ეგ წყალია. უბრალოდ, კუნთებში არსებული მოლეკულა - მიოგლობინი, წყალს წითელ შეფერილობას აძლევს.

13. ქართული კერძების აბსოლუტური უმრავლესობა უცხო ქვეყნის კულტურიდანაა შემოტანილი. And it's OK.

რაში ეთანხმებით და რაში არა აჩოს?