კენკრა - მდუღარე წყლით, ყავა - სოდით... - როგორ ამოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ლაქა სახლის პროდუქტებით - Gemrielia.ge

კენკრა - მდუღარე წყლით, ყავა - სოდით... - როგორ ამოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ლაქა სახლის პროდუქტებით

სხვადასხვა ლაქის მოშორება ტანსაცმლიდან არც ისე მარტივია. რაც უნდა კარგი სარეცხი საშუალებები გამოვიყენოთ, ჩვეულელბრივ, ერთი კონკრეტული ლაქა სრულად მაინც ვერ შორდება. გეტყვით ყველაზე გავრცელებულ ლაქებს რით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სახლის პირობებში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების გამოყენებით.

  • ბალახებისგან გაჩენილ ლაქას წარმატებით უმკლავდება ძმარი.
  • ღვინოს ლაქის ამოყვანაში ამიაკი დაგეხმარებათ.
  • ცხიმის ლაქებს ეფექტურად ებრძვის გაზიანი მინერალური სასმელი.
  • ზეთის ლაქას ცარცის მეშვეობით ამოიყვანთ.
  • კენკრის ლაქას სასწრაფოდ მდუღარე წყალი დაასხით და ფრთხილად დაამუშავეთ ქსოვილი.
  • ყავის ლაქის ამოყვანაში სოდა დაგეხმარებათ.
  • დეოდრანტის ლაქები მარილისა და ძმრის ნაზავით შეგიძლიათ გააქროთ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ პროდუქტებით მხოლოდ ლაქის ადგილი უნდა დაამუშავოთ, შემდეგ კი ხელით ან სარეცხის მანქანაში სტანდარტულად გარეცხოთ.

კომენტარებში დაგვიწერეთ, რისი ლაქის ამოყვანა გაინტერესებთ და ვეცდებით მომავალში შემოგთავაზოთ.