როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის - ქართველი დიასახლისების 5 საუკეთესო მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის - ქართველი დიასახლისების 5 საუკეთესო მეთოდი

დიასახლისები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში წვნიანი ბოსტნეულის კერძები სურთ, ზაფხულში დროს არ კარგავენ და ყაბაყისგან, ბადრიჯნისა და წიწაკისგან მარინადებს ამზადებენ, ზოგიც ბოსტნეულს ყინავს და მთელი წლის განმავლობაში იყენებს. ამ გზით შესაძლებელია ბოსტნეულის სურნელოვანი კერძების მომზადება წელიწადის ნებისმიერ დროს.

გთავაზობთ ბადრიჯნის შენახვის 5 მეთოდს, რის შემდეგაც ის ნებისმიერ დროს შეიძლება დაემატოს სრულიად განსხვავებულ კერძებს.

ასევე დაგაინტერესებთ: თუ გიყვართ ბადრიჯანი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!

შიგთავსისთვის, სალათებისთვის და ხიზილალასთვის:

ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. გაშრობის შემდეგ ბადრიჯანს ვალაგებთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც არც ზეთის წასმა და არც პერგამენტის დაფარება არ სჭირდება. ვაცხობთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე. როცა ბადრიჯანი კარგად დარბილდება, ღუმელიდან გამოიღეთ.

გაციებულ ბოსტნეულს მოაშორეთ ყუნწები და დაჭერით გრძლად. კარგად გამშრალი ბადრიჯანი შეახვიეთ ფოლგებში და შეინახეთ საყინულეში.

badrijani1-1658735431.jpg

ნახევრად მზა პროდუქტებისთვის:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად. დაყარეთ მცენარეული ზეთით გახურებულ ტაფაზე, დაამატეთ მარილი, შეწვით მაღალ ცეცხლზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

გაცივებული ბოსტნეული მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერებში და შეინახეთ საყინულეში.

ღვეზელების და ბოსტნეულის წვნიანებისთვის:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით დიდ კუბებად. მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში, სანამ არ დარბილდება.

გაცივებულ ბადრიჯნებს სტერილურ ცელოფნებში თანაბარ ფენად ვანაწილებთ, ცელოფნებიდან მთელ ჰაერს გამოვდევნით და ვკრავთ.

badrijani2-1658735710.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: „ზამთარში 1 კგ ბადრიჯანი 5 ლარი ღირს, ახლავე შეწვით და გაყინეთ“ - დიასახლისის რეცეპტი ბადრიჯნის ზამთრისთვის შესანახად

ხორცის კერძებისთვის:

ბადრიჯანს ვაშორებთ ღეროებს, ვჭრით წრეებად და ვათავსებთ ცელოფანში. ამოვტუმბავთ ჰაერს და ვინახავთ საყინულეში.

ნიგვზიანი, შემწვარი ბადრიჯნისთვის:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და მოაშორეთ ღეროები. დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად. საცხობ ფირფიტას მსუბუქად წაუსვით მცენარეული ზეთი. დაალაგეთ ბადრიჯანი. გამოაცხვეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გადაიტანეთ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში.

გამოყენების წინ აუცილებელია ბადრიჯნის სწორად გალღობაც. ეს არ უნდა გაკეთდეს მიკროტალღურ ღუმელში ან ოთახის ტემპერატურაზე. ბოსტნეული საყინულედან გადაიტანეთ მაცივარში, დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მომზადება.

badrijani3-1658735681.jpg