„შარშან 5 ჰექტარზე დავთესეთ მზესუმზირა, წელს - 50-ზე...“ - ვის ეკუთვნის ნადარბაზევის ტბასთან გაშენებული მზესუმზირის პლანტაციები, რომელიც სეზონის ჰიტად იქცა
ბოლო კვირებია ფოტოგრაფების და უბრალოდ, ფოტომოყვარულების მთელი ყურადღება ნადარბაზევის ტბისკენ არის მიმართული. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად გვხვდება ფოტოები, რომელიც მზესუმზირის ულამაზეს პლანტაციებთან არის გადაღებული.
50 ჰა ფართობზე გაშენებული ულამაზესი პლანტაციები სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის. ამბობს, რომ მნახველები პლანტაციებს გასულ წელსაც ჰყავდა, თუმცა წელს მათმა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.
თემურ ფსუტური:
- ძალიან ლამაზად არის ტბასთან ყვითელი ფერი შერწყმული და უამრავი ხალხი მოდის დასათვალიერებლად. შარშან 5 ჰექტარზე დავთესეთ მზესუმზირა და ძალიან კარგი მოსავალი მოგვივიდა, ამიტომ წელს 50 ჰექტარზე დავთესეთ... გააგრძელეთ კითხვა
მთავარი ფოტო მარჯვნივ: გელა იზორია