„ფასების ვარდნა გაგრძელდება“ - რატომ განახევრდა მოცვის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე - Gemrielia.ge

„ფასების ვარდნა გაგრძელდება“ - რატომ განახევრდა მოცვის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე

ადგილობრივ ბაზარზე მოცვის ფასი განახევრებულია. თუ შარშან ერთი კილოგრამი პროდუქტის ფასი 26 ლარს აღწევდა, წელს მისი ღირებულება 10-12 ლარს შეადგენს.

როგორც შპს „მოცვის“ დამფუძნებელმა ზვიად მირიანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ქვეყანაში მოცვის წარმოება გაიზარდა, ფერმერების დიდი ნაწილს კი საერთაშორისო სერთიფიკატი არ აქვს, შესაბამისად, ექსპორტზე ვერ გააქვთ; მეორე მიზეზი კი უამინდობაა.

ზვიად მირიანაშვილის თქმით, მოსავლის აღება დაგვიანდა, პროდუქტის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც ფერმერები იძულებული არიან მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ, რადგან მისი ქვეყნიდან ტრანსპორტირება ვერ განხორციელდება.

წყარო: BPN.ge