ბებიის რეცეპტი: ნახეთ, რა გზას უნდა მიმართოთ თუ ძველი ტანსაცმლის განახლება გსურთ - დაფნის ფოთოლი დაგჭირდებათ
როგორ იყენებთ დაფნის ფოთოლს? ის ძირითადად კულინარიაში გამოიყენება, თუმცა, იცოდით, რომ დაფნის ფოთლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ქსოვილის განახლება და ტანსაცმლისთვის ახლებური ფერების დაბრუნება?
აიღეთ დაფნის ფოთლის შეკვრა, როგორც წესი, შეფუთვაში 12-15 ფოთლის მეტი არ იქნება - ეს ჩვენთვის სავსებით საკმარისი რაოდენობაა.
აიღეთ დიდი ქვაბი, ჩაყარეთ მასში დაფნა, შეავსეთ წყლით და ადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ წყალი, რათა მასში ხელების ჩაყოფა შეძლოთ.
ბულიონი გადაწურეთ და ნუ შეგეშინდებათ, თუ ის მოყვითალო ფერის იქნება - ნახარში ტანსაცმელს ყვითელ ფერს არ მისცემს. ამ სითხეში მოათავსეთ სარეცხი. წყალი არ უნდა ფარავდეს ტანსაცმელს, უბრალოდ კარგად უნდა დასველდეს მასში. დატოვეთ ნივთები წყალში იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
თუმცა, თუ სახლში დაფნის ფოთლები არ მოგეპოვებათ, არსებობს მეორე და უფრო მარტივი საშუალებაც, რომელიც იმავე ეფექტს მოგცემთ. აიღეთ დიდი ჭურჭელი და გახსენით მასში 2-3 სუფრის კოვზი სოდა. განსაზღვრეთ რაოდენობა თვალით, სარეცხის რაოდენობიდან გამომდინარე. 15 ლიტრიან ჭურჭელზე 3 სუფრის კოვზი სოდაა საჭირო.
როდესაც სოდა მთლიანად გაიხსნება, ჩაალაგეთ სარეცხი ისე, რომ წყალი ტანსაცმელს ფარავდეს და გააჩერეთ 2-3 საათი.
ამის შემდეგ ტანსაცმელი გაწურეთ და სარეცხის მანქანაში გარეცხეთ.
მაგრამ ამ შემთხვევაში გირჩევთ ორჯერ ჩართოთ სარეცხის მანქანა, რათა სოდაც და სარეცხი ფხვნილიც კარგად მოშორდეს.
გააშრეთ ნივთები ჩვეული წესით და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.