სურსათისა და უძრავი ქონების ფასები მაღალი დარჩება... - რამდენპროცენტიან ინფლაციას ველოდებით წელს
ივნისში ინფლაციამ საქართველოში, წლიური გამოთვლით, 12.8%-ს მიაღწია, რაც ცენტრალური ბანკის ინფლაციის 3%-იან სამიზნეს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის შესახებ სარეიტინგო კომპანიის Fitch Ratings-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ანგარიშში წერია.
კომპანიის შეფასებით, ენერგეტიკული ფასების გლობალური ზრდის ზეგავლენა საქართველოზე შედარებით ნაკლებია, რადგან ქვეყანა ბუნებრივ გაზს, გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე, ძირითადად, აზერბაიჯანიდან იღებს, ხოლო ლარის გაძვირებამ ხელი შეუწყო უფრო მაღალი ინფლაციის თავიდან აცილებას.
Fitch მოელის, რომ მიმდინრე წელს ინფლაცია, წლიური თვალსაზრისით, საშუალოდ, 11,5%-ს შეადგენს, რადგან უძრავ ქონებასა და სურსათზე ფასები მაღალი დარჩება. თუმცა 2023 წელს ინფლაცია 6,2%-მდე, 2024 წელს კი 4,2%-მდე შემცირდება.