სოფი ლორენის ჯადოსნური ნიღაბი - Gemrielia.ge

სოფი ლორენის ჯადოსნური ნიღაბი



საჭიროა 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, ამდენივე თაფლი და კოსმეტიკური გლიცერინი, 100 გ ნაღები.

ჟელატინი ნაღებში გახსენით და შედგით მაცივარში 6-8 საათი. როა გაფუვდება და დალბება, დადგით ცეხლზე. თან ურიეთ. ნაღები რომ შეთბება (ძალიან ნუ გააცხელებთ) და ჟელატინი გადნება, გადმოიღეთ და ჩაამატეთ თაფლი და გლიცერინი.

გააგრილეთ მასა კანისთვის სასიამოვნო ტემპერატურამდე და წაისვით წინასწარ გასუფთავებულ სახეზე, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე.

20-25 წუთის შემდეგ ცივ რძეში დასველებული ხელსახოცით გაიწმინდეთ. დაიბანეთ თბილი წყლით. დარჩენილი ნიღაბი მაცივარში 5-7 დღის განმავლობაში ინახება. გამოიყენეთ ყოველდღე, სანამ გეყოფათ