საუზმეზე მიირთმევენ ყველს, პურს, ლობიოს პასტას და საკონდიტრო ნაწარმს - გაიცანით მაროკოული სამზარეულო
მაროკოში საუზმეზე მიირთმევენ ყველს, პურს, ლობიოს პასტას და საკონდიტრო ნაწარმს: ოლადები ან ბაგრირის ბლინები, ფენოვანი "რგაეფი." დილის ჩვეულებრივი სასმელია მაღრიბული პიტნის ჩაი, ბევრი შაქრით და ზოგჯერ ფორთოხლის არომატით. სადილი დღის ყველაზე ნოყიერ საკვებია. ის მოიცავს წვნიანს, რამდენიმე სალათს, ქათმის, ცხვრის ან თევზის ტაჯინს კუსკუსთან და ხილთან ან ჩირთან ერთად, ასევე პურს. ვახშამზე მიირთმევენ შესქელებულ სუპებს, საღამოს მაროკოს სუფრას ამშვენებს სალათები,კუსკუსი და ტაჯინით.კუსკუსს ჩვეულებრივ მიირთმევენ ცხვრის ტაჯინით, ქიშმიშთან და ტურნეპსთან ერთად. თუმცა სანაპირო რეგიონებში მას ანაცვლებენ თევზის ტაჯინით, ხოლო დედაქალაქში ამზადებენ თავისებურ სახესხვაობას, როდესაც ცხვრის ხორცს ამატებენ კარამელიზებურ ხახვსა და თაფლს.პოპულარულია "კუსკუსი შვიდი ბოსტნეულით": სტაფილო, ხახვი, ტურნეფსი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, გოგრა და ყაბაყი. კუსკუსი რეგიონების მიხედვით მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ერთმანეთისაგან განსხვავდება მოცულობით: მაროკოს ჩრდილოეთში კუსკუსი მცირე ზომისაა, ხოლო სამხრეთის - დიდი.პიტნის ჩაი ყველაზე მნიშვნელოვანი მაროკოული სასმელია; მას მიირთმევენ რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, ასევე სტუმრებთან ერთად; ამ შემთხვევაში, ჩაის დამზადება გულისხმობს სტუმრებისათვის ჩაის დასხმას ჭიქაში ერთი მეტრის სიმაღლიდან. ჩაისთან მიირთმევენ ტკბილეულს, კერძოდ, "ქაბ ალ-ღაზალს", პატარა ფუნთუშებს გახეხილი ნუშით.მაროკოელები დღესასწაულებზე მიირთმევენ -პასტილას, მაღრიბული, ანდალუსიური წარმომავლობის ფენოვანი ცომისგან დამზადებული ღვეზელი ხახვის, მტრედის , ოხრახუში, ქინძი, მოხარშული კვერცხი და ნუში, ტკბილი და მარილიანი, დარიჩინის არომატიზებული ნაზავი.პასტილა მაროკოში ესპანეთიდან შემოვიდა სავარაუდოდ XVI საუკუნეში გადასახლებულ მორისკოსთან ერთად, ან უფრო ადრე. მაროკოს ჩრდილოეთ რეგიონებში პასტილას ემატება ლიმონი, სამხრეთით კი ატკბობენ.კიდევ ერთი პოპულარული სადღესასწაულო კერძია შამფურზე მთლიანად შემწვარი ბატკანი- "მაშვი". ქალაქებში, მთლიანი ბატკნის ნაცვლად, ხშირად ბატკნის ნაჭრებს წვავენ.
საშუალო მაროკოელი კალორიების 2/3 იღებს მარცვლეულის-ძირითადად ხორბლისა და ქერისაგან. ხორბალს იყენებენ კუსკუსის, პურის, ცომეულის მოსამზადებლად, მას უმატებენ წვიანებში და მისგან ფაფებს ამზადებენ. მაროკოს სამზარეულოში კუსკუსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ხშირად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში უბრალოდ „საკვებად“ მოიხსენიებენ. მაროკოს სუფრაზე ბრინჯი გარნირის სახით იშვიათად გვხვდება. მას იყენებენ პუდინგის დასამზადებლად, ფრინველისა და ღვეზელის შიგთავსად. ცილის მნიშვნელოვანი წყაროა პარკოსნები: ოსპი, წიწიბურა და ბაღის ლობიო: მათ უმატებენ ჩაშუშულ კერძებში, წვნიანებში და აგრეთვე იყენებენ მისატანებლად.მაროკოს სამზარეულოში ყველაზე ხშირად ცხვრის და ქათმის ხორცი გამოიყენება, ასევე მტრედის ხორცი; სანაპირო ზოლში კი -თევზი. საქონლისა და ხბოს ხორცი მაროკოში უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვა არაბულ ქვეყნებში. რძე გვხვდება ძირითადად კეფირის, რაების ან რბილი ყველის სახით, რომელიც მზადდება ცხვრის, ძროხის ან თხის რძისგან; იოგურტი არაპოპულარულია.მაროკოელების საყვარელი ცხიმებია ზეთისხილი და გადამდნარი კარაქი -ერბო. ერბოს უმატებენ სანელებლებს და ინახავენ რამდენიმე თვის განმავლობაში. სამხრეთ რეგიონებში, ასევე მდიდარ მაროკოელებში პოპულარულია არგანის ზეთი. მაროკოში პოპულარული ბოსტნეულია: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, არტიშოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, ცერეცოს ბოლქვები; ნაკლებად პოპულარულია ბადრიჯანი, ტურნეფსი და გოგრა. მაროკოს სუფრაზე ყველაზე გავრცელებული ხილია ყურძენი , ქლიავი, ატამი, გარგარი, კომში, ბროწეული, ლიმონი და ფორთოხალი. ლიმონს ამწნილებენ. უმატებენ სალათებსა და წვნიანებს. ზეთისხილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას არა მხოლოდ საუზმედ მიირთმევენ, არამედ კერძებსაც უმატებენ დიდი რაოდენობით ცხარე მწვანილეულს, განსაკუთრებით ქინძსაა და სანელებლებს .