საქართველოდან 18.6 მლნ დოლარის ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა - Gemrielia.ge

საქართველოდან 18.6 მლნ დოლარის ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა.

ამასთან, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით ანუ 24%, ხოლო ღირებულება - 1.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 6% შემცირდა.

სამინისტროს განმარტებით, კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ.