რძე აღარ გადმოგივათ, თუ ადუღებამდე ქვაბის კიდეებს ცხიმს მოუსვამთ... - და კიდევ 14 რჩევა, რომლებიც დედათქვენმაც კი არ იცის
მარტივი, სასარგებლო რჩევები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ:
• თუ თითი გაიჭერით და საჭირო საშუალებები ხელთ არ გაქვთ, სისხლის შესაჩერებლად ჭრილობაზე შაქარი დაიყარეთ .
• ბინაში რემონტის შემდეგ ზეთიანი საღებავების სუნი სწრაფად გაზრება, თუ რამდენიმე ადგილას მარილიან თეფშებს დადგამთ.
• ავტომანქანის შუშა არ დაიორთქლება, თუ მარლაში გამოკრული ნოტიო მარილით გაწმენდთ.
• არ გადაასხათ წყალი, რომელშიც ბოსტნეული მოხარშეთ. გააციეთ და ოთახის მცენარეებს დაუსხით.
• ქურიდან ჟანგი მოშორდება, თუ ცხელი ზეთით გაწმენდთ.
• სამზარეულოდან უსიამოვნო სუნი გაქრება, თუ გამხმარ ფორთოხლის ან ლიმონის კანს დაწვავთ.
• თუ კარტოფილს კანიანად ხარშავთ, რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ - აღარ გადასკდება.
• შემწვარი კარტოფილი პიკანტურ გემოს შეიძენს, თუ წვის დროს ცოტა მდოგვს დაამატებთ.
• შემწვარ ქათამს (იხვს, ბატს) კნაწუნა კანი რომ ჰქონდეს, წვის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მარილიანი წყალი გადაუსვით.
• თუ საფუვრიანი ცომი მეტისმეტად გაფუვდა, თქვენ კი ჯერ გამოცხობის დრო არ გაქვთ, მეტად რომ არ ამოფუვდეს, ჩაზილეთ და გადააფარეთ დასველებული, მაგრამ კარგად გაწურული ქაღალდი.
• თუ სოუსისთვის განკუთვნილ არაჟანს ცოტა რძეს დაამატებთ, გაცხელებისას აღარ აიჭრება.
• რძე აღარ გადმოგივათ, თუ ადუღებამდე ქვაბის კიდეებს ცხიმს მოუსვამთ.
• თევზის გაფხეკვა და ქერცლების გაცლა უმჯობესია წყლით სავსე ჭურჭელში ან ნიჟარაში. ასე ქერცლები აღარ მოიფანტება გარშემო და თევზიც ნაკლებად დაგისხლტებათ ხელიდან.
• ხორცი უფრო დარბილდება, თუ მის ნაჭრებს მაწონში, ძმარში, კეფირში ან ბურახში დაამარინადებთ.
• ღუმელში ხორცი რომ ლამაზად დაიბრაწოს მთელ ზედაპირზე წაუსვით ზეთი ან თაფლის თხელი ფენა.