რატომ ღირს წელს თხილი იაფი - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტება
თხილის მოსავლის აღების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ლარის გამყარება და ტრანსპორტირების გაძვირება, თხილის ფასს ამცირებს.
თუმცა, ჭითანავას თქმით, მოსავალზე, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა, მოთხოვნაც და ფასიც ყოველთვის მაღალია.
,,დასავლეთ საქართველოში კარგი ამინდია ბოლო დღეებში და შესაბამისად, თხილის კრეფაც ინტენსიურ ფაზაში შედის. მიმდინარეობს დაკრეფის და დაბინავების პროცესი. ჯერ სულ რამდენიმე საწარმოს აქვს დაწყებული თხილის შესყიდვა, ისიც, ცალობით ყიდულობენ, სატესტოდ ანალიზისთვის. ქუჩაში რეალიზციაც სულ რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაბამისად, ჯერ ზუსტ ფასზე საუბარი ცოტა ნაადრევია. თხილში ტენიანობა ჯერ 35-40%-ია, ამიტომ, ფასი კონკრეტულად არ არის განსაზღვრული... გააგრძელეთ კითხვა