„არ ვაპირებ ხაჭაპურით, ხვანჭკარით და სიცილ-კისკისით დავხვდე რუსებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის მომიტრიალებენ ტანკის ლულას“ - ცნობილი რესტორნის პროტესტი - Gemrielia.ge

„არ ვაპირებ ხაჭაპურით, ხვანჭკარით და სიცილ-კისკისით დავხვდე რუსებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის მომიტრიალებენ ტანკის ლულას“ - ცნობილი რესტორნის პროტესტი

„სულ რომ თითო ვარსკვლავი გვიწერონ სხვადასხვა შესაფასებელ პლატფორმაზე, ჩვენ მაინც ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მკვლელია! აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“ - ასე ეხმაურება რესტორან „გუდას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი ქავთარაძე რუსი ტურისტების სოციალურ ქსელში გამოხატულ უკმაყოფილებას. რუსი მომხმარებლების უკმაყოფილება კი იმან განაპირობა, რომ ფასანაურში, რესტორან „გუდაში“ შესულებს კარზე დახვდათ აბრა წარწერით „ამ რესტორანში შემოსვლით თქვენ ეთანხმებით, რომ რუსეთი ოკუპანტია", ხოლო კედლებზე "რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი ომის დამნაშავე“. უფრო ვრცლად „გუდაზე“, რუს ტურისტებსა და ფასანაურში არსებულ ვითარებაზე ანი ქავთარაძე გვესაუბრება:

- მე და ჩემმა მეუღლემ რესტორანი 2019 წლის აგვისტოში გავხსენით. გახსნის დღიდან ვაიფაის სახელია „აფხაზია იზ ჯორჯია“, ხოლო პაროლი „სამაჩაბლო იზ ჯორჯია“ და სოციალურ ქსელში მაშინვე დიდი ხმაური ატყდა. მერე იყო პანდემია, რესტორნის დახურვა, გახსნა...

restorani-guda-1660299757.jpg

ფასანაურის გზაზე ყოველთვის ბევრი რუსი ტურისტია. შესაბამისად, ამ ადგილებში კვების ობიექტები მათზეა ორიენტირებული. ჩვენ ამ სეგმენტზე თავიდანვე არ გვქონდა გათვლა, რუსული მენიუც კი არ ჩავუშვით, მეტიც, ქართულ მენიუზე დავაწერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსებს აქვთ ოკუპირებული. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჯერ ერთი, მე და ჩემს მეუღლეს რუსული საოკუპაციო რეჟიმისადმი ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდა. გარდა ამისა, ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ფასებიც შესაბამისი გვქონდა და გვაქვს. ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, ასე ვერ იმუშავებთო, მაგრამ პირიქითაა. სინამდვილეში, რუსები ყველაზე დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტები არიან. რაღაცნაირი, მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მიიღონ და ცოტა დატოვონ, მოსამსახურეებად აღგვიქვამენ. ეს ყველამ იცის, ვინც ტურისტულ ბიზნესში მუშაობს. რუსებისადმი ჩვენს კრიტიკულ განწყობასაც რომ თავი დავანებოთ, მერკანტილური გათვლებითაც არ არის რუსი ტურისტი საინტერესო. რაც შეეხება ქართველ და მაღალბიუჯეტიანი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ქართველები როგორც კი ვაიფაის სახელისა და პაროლის შესახებ შეიტყობენ, მაშინვე ჩვენთან მოდიან, კერძებითა და მომსახურებითაც კმაყოფილი არიან. ძალიან მოსწონთ გემრიელი კერძები და ორიგინალური გარემო. უცხოელი ტურისტები ხშირად გვეკითხებიან, რა დატვირთვა აქვს ვაიფაის სახელსა და პაროლს და ყველაფერს ვუყვებით რუსული ოკუპაციის შესახებ. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გამოვფინეთ უკრაინის დროშა...

- როგორია რუსების რეაქცია, როდესაც თქვენი რესტორნის გარემოს ნახავენ?

- ძალიან ბევრი შემოდის და თავის ამორალურ სახეს ბოლომდე გვაჩვენებს. შემოდიან, ჭამენ, სვამენ, იღებენ ყველა მომსახურებას, მათ შორის სარგებლობენ ვაიფაით, ანუ საკუთარი ხელით წერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, მერე მიდიან და კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ პოსტებს გვიძღვნიან სოციალურ ქსელში. სადაც მოუხერხდებათ, ჩვენს ბანერებს ხევენ. იქ, სადაც კამერები გვაქვს, ვერ ბედავენ, მაგრამ საპირფარეშოშიც კამერას ხომ ვერ დავამონტაჟებთ?სამართლიანობისთვის რომ ვთქვა, ერთმა­ რუსმა ტურისტმა სოცქსელში დაწერა, ასეთი გემრიელი ხინკალი არასდროს მიჭამიაო, მაგრამ იქვე გაგვაკრიტიკა იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპანტად, პუტინს კი სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევთ. დარბაზში დიდი ეკრანი გვაქვს დაკიდებული, სადაც ადრე საქართველოს ბუნების ამსახველი ვიდეორგოლები გადიოდა. ახლა ეს რუსული ოკუპაციის ამსახველმა და უკრაინის მხარდამჭერმა სლაიდებმა შეცვალა. ჩვენმა მეგობარმა გიდმა, ცოტნე ჯაფარიძემ, საინტერესო იდეა მოგვაწოდა - მისი რჩევით კედლებზე ჩამოვკიდეთ რუსულ ენაზე დაბეჭდილი სტიკერები, სადაც ჩამოწერილია ყველა ის ქვეყანა, სადაც რუსეთმა სისხლის გუბეები დააყენა, თანაც ყველაფერი დათარიღებულია. სხვათა შორის, სირია გამოგვრჩა და ბევრმა შენიშნა. ამიტომ ამასაც ჩავამატებთ. ვერაფრით შევაფერხეთ რუსები, უკრაინის დროშა გადმოვფინეთ, მაგრამ მაინც შემოვიდნენ, ვაიფაის სახელი და პაროლიც გაატარეს, ვერც კედლებზე გამოკრულმა ბანერებმა და სტიკერებმა შეაფერხა... გააგრძელეთ კითხვა