ალუბალი, სოდა და ალუჩა - აი, რა უნდა დავუმატოთ ლობიოს თუ მისი სწრაფად მოხარშვა გვინდა - Gemrielia.ge

ალუბალი, სოდა და ალუჩა - აი, რა უნდა დავუმატოთ ლობიოს თუ მისი სწრაფად მოხარშვა გვინდა

ქართული, ტრადიციული ლობიო ყველას უყვარს. მისი მომზადება საკმაოდ მარტივი და ბიუჯეტურია, თუმცა მომზადების რამდენიმე წესი არსებობს. წითელი ლობიოს ხარშვა სხვადასხვა სირთულებთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, მისი უფრო სწრაფად მომზადება გსურდეთ ან ჭამის შემდეგ მუცლის ტკივილისა და სხვა გვერდითი ეფექტების თავიდან არიდება.

აი, რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ თქვენი კერძი სწრაფად და იდეალურად მომზადდეს:

1. დაალბეთ მოხარშვამდე 1 ღამით ადრე

წყალი ხელს შეუწყობს მარცვლეულის დარბილებას და მისი ხარშვის დროს უამრავ დროსა და ენერგიას დაზოგავთ.

2. დაუმატეთ ზეთი

დიასახლისების უმეტესობა ლობიოს მომზადებისას ზეთს არ იყენებს, თუმცა, სწორედ ეს ინგრედიენტი წმენდს პროდუქტს და გეხმარებათ ორგანიზმის მავნე ტოქსინებისგან დაცვაში.

3. დაუმატეთ სოდა

სოდას ძირითადად მუხუდოსა და მსგავსი ტიპის პროდუქტების დასალბობად იყენებენ, მისი დამატება შეგიძლიათ ლობიოს მოხარშვამდე, როდესაც მას ღამით დასალბობად დატოვებთ.

4. ხარშვისას რეგულარულად ამატეთ ცივი წყალი

გაზზე დატოვებულ ლობიოს წყლის ერთჯერადი მარაგი სულაც არ ჰყოფნის, ცივი წყლის დამატება ხარშვის პროცესში რამდენჯერმეა საჭირო.

5. გამოიყენეთ ალუჩა და ალუბალი

როდესაც ლობიოს ხახვს, კარაქს და სხვა აუცილებელ სანელებლებს მოაყრით, დაუმატეთ ცოტაოდენი ალუჩა და ალუბალიც. ხილი თქვენს კერძს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს მისცემს.

lobio-1660554690.jpg