3 ჯანსაღი კერძი ინდაურის ხორცით, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ
მსოფლიო კვების კულტურა წლების მანძილზე იცვლება და ვითარდება. ამ ცვლილებების შედეგად, მსოფლიო კულინარიაში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ სიმარტივე და ჯანსაღი საკვებია. დროის მაქსიმალური დაზოგვა და სასარგებლო კერძების მომზადება ცხოვრებას მნიშვნელოვნად გვიმარტივებს.
თუ არ გრჩებათ დრო სამზარეულოში ტრიალისთვის, თქვენთვის მარტივად მოსამზადებელი ვახშმის საინტერესო რეცეპტები მოვამზადეთ, რომლის მთავარი ინგრედიენტი - ინდაურის ხორცია. ამჯერად, Henry’s kitchen-ის პროდუქცია შევარჩიეთ, რომლის ოთხი სახეობის ინდაურის ქილა (მოთუშული ინდაურის ხორცი, ინდაურის მკერდი, ზეითუნის ზეთში, ინდაურის პაშტეტი, შემწვარი ინდაურის ხორცი ) საქართველოს ბაზარზე გემრიელი სიახლეა!
ინდაურის ხორცი ცილების მაღალი შემცველობით გამოირჩევა, აქვს დაბალი ცხიმის შემცველობა და მდიდარია ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო - B6 და B12 ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და კანის გაჯანსაღებას. Henry’s kitchen-ის ქილებში 100% ინდაურის ხორცია და ყველა პირობაა შექმნილი ქილაში იმისთვის, რომ პროდუქტმა სასარგებლო თვისებები იდეალურად შეინარჩუნოს.
მაშ, ასე!
1. შოტლანდიური სალათი შემწვარი ინდაურის ხორცით, ბეკონითა და ყველით
ამ სალათს იდეალურად უხდება გახუხული ტოსტის ნივრიანი პური.
ინგრედიენტები:
- Henry’s kitchen -ის შემწვარი ინდაურის ხორცი - 1 ქილა
- ½ ჭიქა ნატურალური იოგურტი (არომატების გარეშე)
- ½ ჭიქა არაჟანი
- ½ ჩ/კ. ნივრის ფხვნილი
- 6 ჭიქა სალათის ფოთოლი (ხელით დაქუცმაცებული)
- 1 ჭიქა დაჭრილი პომიდორი
- 1 ჭიქა გახეხილი ყველი „ჩედარი“
- ბეკონი 4 ნაჭერი
- ½ ჭიქა დაჭრილი მწვანე წიწაკა (ბულგარული)
- ½ ჭიქა დაჭრილი წითელი ხახვი
- ½ ჭიქა დაჭრილი კიტრი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ სამზარეულოს ქაღალდით და ხელით დააქუცმაცეთ ღრმა სალათის თასში.
- ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეურიეთ სალათს.
- არაჟანი და იოგურტი ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს და დაუმატეთ ნივრის ფხვნილი. გადაიტანეთ სალათის თასში.
- ინდაურის ხორცი ამოიღეთ ქილიდან, ჩანგლით დაშალეთ და გადაიტანეთ თასში.
- ბეკონი ტაფაზე მობრაწეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ სალათს.
- 2 კოვზით ფრთხილად ამოურიეთ სალათი, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს და სოუსიც თანაბრად გადანაწილდეს. სურვილისამებრ დაუმატეთ მარილი და პილპილი.
2. პასტა მოთუშული ინდაურით და პარმეზანით
ეს მარტივად მოსამზადებელი კერძი ძალიან მოეწონებათ ოჯახის წევრებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები.
ინგრედიენტები:
- სპაგეტი მოხარშული 500 გ.
- ½ ჭიქა პარმეზანი
- Henry’s kitchen-ის მოთუშული ინდაურის ხორცი 1 ქილა
- 4 ს/კ. კარაქი
- 1 ს/კ. ზეითუნის ზეთი Extra Virgin
- ¼ ჭიქა ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ. იტალიური სანელებლები (ბაზილიკი, ორეგანო)
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე მითითებული დროის მიხედვით. გადაიტანეთ საწურზე. შეინახეთ მაკარონის ნახარში წყალი (ნახევარი ჭიქა).
- ღრმა ტაფაზე, მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, 1 ს/კ. მარილიან კარაქსა და 1 ს/კ. ზეითუნის ზეთში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება.
- გახსენით ქილა, ინდაურის ხორცი ჩანგლით დაშალეთ და გადაიტანეთ ტაფაში. ცოტა მოშუშეთ და შეაზავეთ მარილით და პილპილით. დაუმატეთ იტალიური სანელებლები და 3 ს/კ. კარაქი.
- დააყარეთ სპაგეტი და ამოურიეთ. თუ ძალიან მშრალი მოგეჩვენათ, ცოტა მაკარონის ნახარში წყალი დაუმატეთ.
3. ცხელი სენდვიჩი ინდაურის მკერდით, ყველითა და ვაშლით
გემრიელი პური, ინდაურის მკერდი ზეითუნის ზეთში სალათი, ვაშლი და კარგი ყველი - ამ ინგრედიენტებით მომზადებული სენდვიჩი სასარგებლო და ჯანსაღი ხდება.
ინგრედიენტები:
- 4 ნაჭერი მთელმარცვლიანი პური
- Henry’s kitchen-ის ინდაურის მკერდი
- 50 გ. ყველი „ჩედარი“
- დიდი ტკბილი წითელი ვაშლის ნახევარი
- რუკოლა
- 1 ს/კ. არაჟანი
- 1 ს/კ. ტკბილი მდოგვი მარცვლებით
- ზეითუნის ზეთი 1 ს/კ.
მომზადების წესი:
- ვაშლი დაჭერით თხელ ფირფიტებად.
- პატარა ჯამში შეურიეთ არაჟანი და მდოგვი. წაუსვით პურის ერთ ნაჭერს ცალი მხრიდან.
- დაადეთ ყველი, რუკოლა და ვაშლი.
- პურის მეორე ნაჭერს, ერთი მხრიდან წაუსვით ინდაურის პაშტეტი და დააფარეთ სენდვიჩს.
- გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ზეითუნის ზეთი და გახუხეთ სენდვიჩი ორივე მხრიდან.
აუცილებლად სცადეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები, აღმოაჩინეთ სასარგებლო გემოები ქილაში და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები!
გემრიელად მიირთვით!