10 ყველაზე ცნობილი სანელებელი, რომელიც ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს
იმისთვის რომ თქვენი კერძი თუ დესერტი განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ სუნელები, რომლებიც საკვებს დამატებით ტექსტურასა და არომატს სძენენ. გთავაზობთ 10 სუნელს, რომელსაც დიასახლისები ყველაზე ხშირად მოიხმარენ:
უცხო სუნელი
უცხო სუნელი სხვა არაფერია, თუ არა ულუმბოს გამხმარი ნაყოფი, ნორჩი ყვავილები და, შესაძლოა, ფოთლები. კარგი ხარისხის უცხო სუნელი მხოლოდ ნაყოფისაგან მზადდება და არ შეიცავს ყვავილებსა და, მით უფრო, ფოთლებს.
ქონდარი
ხალხურ მედიცინაში ეს მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი: ტაქიკარდიიის, თავბრუს, მწვავე რესპირატორული ინფექციების, რინიტის, თავის ტკივილის, შაკიკის, მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ცისტიტისა და მეტეორიზმის დროს. გარდა ამისა, შუა საუკუნეებიდან ქონდარი გამოიყენებოდა, როგორც ღებინებისა და ხველების საწინააღმდეგო საშუალება, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი და სპაზმოლიზური კი – ქოლერის, შავი ჭირის, ტუბერკულოზის, ტიფისა და ყვითელი ცხელების დროს.
ზაფრანა
ზაფრანა (შაფრანი) მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სანლებელია. მისი 1 კილოგრამის ფასი საშუალოდ 3000$-იდან იწყება და ხარისხისა და წარმომავლობის შესაბამისად იცვლება. 1 კილოგრამი ზაფრანის მოსაგროვებლად თითქმის 200 000 ყვავილია საჭირო. ყვავილებს აუცილებლად გამთენიისას აგროვებენ, როგორც კი პირველად გაიშლება.
ქინძი
ქინძი შეიცავს ვიტამინ კაროტინს, ეთერზეთებს, ასევე B1 და B2 ვიტამინებსა და კალიუმს. მის თესლში 2 პროცენტამდე ეთერზეთი და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა.
ქინძი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასე რომ, თუ გრძნობთ, ძალიან გადაიღალეთ. ერთ ჩაის ჭიქა მაწონში შეურიეთ ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ქინძი და მიირთვით. მისი წვენი შველის კუჭის აშლილობას, აგრეთვე, კარგია ალერგიის დროს. კერძოდ, თუ თითო ჩაის კოვზ ქინძის თესლის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ, ალერგია აღარ შეგაწუხებთ.
სვანური მარილი
სვანურ მარილში ჩვეულებრივ, მხვილ მარილთან ერთად არის ხმელი ქინძი, ცერეცო (ან კამა), უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და რაც მთავარია გიცრული (იგივე ძირა) და ბეევრი ნიორი. არ შეიძლება სვანური მარილი ვარგოდეს, თუ მას თავმოხდილი ტომსიკიდან ვიყიდით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავღია ჭურჭელში მარილი ძალიან მალე შრება და არომატსაც კარგავს. არც ძალიან ყვითელი სვანური მარილი ვარგა, ყვითელი ყვავილი უხდება, მაგრამ არა იმ ოდენობით, რომ მკვეთრად შეფეროს.
ძმარი
ძმარს იყენებენ როგორც კულინარიაში, ისე მედიცინაში. ძმრით აზავებენ კერძებს, სოუსებს, ამზადებენ მარინადებს, იყენებენ კონსერვირებისას. სხვადასხვა არომატის მქონე ძმრის დამზადებაც შეიძლება - მაგალითად, თუ ძმრით სავსე ბოთლში ჩავდებთ ტარხუნის, ქონდრის ან რომელიმე სხვა სურნელოვანი მცენარის 2-3 ტოტს, რამდენიმე დღეში ძმარი უფრო გემრიელი გახდება. ასეთ ძმარს ძირითადად სალათების შესაზავებლად იყენებენ.
ბაზილიკი
ბაზილიკი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი კომპონენტია, თუმცა, მას მედიცინაშიც იყენებენ. მცენარეს არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ებრძვის არა მხოლოდ გაციებას, არამედ ასთმასა და კარიესს. ასევე რეკომენდირებულია როგორც დამამშვიდებელი.
ორეგანო
ორეგანო K ვიტამინს და უამრავ მჟავას შეიცავს, რომელიც შესაბამისი დოზირების დროს ატარებს ტკივილგამაყუჩებელ და ანტიბიოტიკურ ხასიათს, მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, ძილის მარეგულირებელი, გვეხმარება საჭმლის მონელებაში, წმენდს ორგანიზმს შხამებისგან და არასასურველი ნარჩენებისგან. ბოლო კვლევების თანახმად, თავშავას ნაყენი კიბოს უჯრედების განვითარებასაც კი უშლის ხელს.
ვანილი
ვანილი თავისი უნიკალური, თბილი, არომატული გემოთი არის მეორე ყველაზე ძვირი სანელებელი შაფრანის შემდეგ. მის გარეშე წარმოუდგენელია დესერტების მომზადება და შესაბამისად, კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია.
რეჰანი
ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, კუჭნაწლავის მუშაობის ნორმალიზების და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი მიღება 100 მლ რაოდენობით 20-30 წუთით ადრე დაძინებამდე. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.