რას ვყიდულობთ „ზეთის“ სახელწოდებით - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
მცენარეული ზეთების ეტიკეტებზე უამრავ ლამაზ სიტყვას ამოიკითხავთ. სამწუხაროდ, ამ სიტყვებში რეკლამის მეტი არაფერია. როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად ახალი, ჯანსაღი და სასრგებლოა ესა თუ ის ზეთი. ყიდვისას ამაზე არც ვფიქრობთ, რადგან ყველა ზეთი ერთმანეთს ჰგავს. არადა, ზეთი იმდენად ხშირად მოხმარებადია პროდუქტია, რომ მასზე ძალიან არის დამოკიდებული ოჯახის ჯანმრთელობა. ყველაზე ხშირად ძვირად ღირებულ ზეთებს აყალბებენ, მაგალითად, ზეითუნისას, ნიგვზისას, ყურძნის წიპწებისას... ამ ზეთებს დაბალხარისხიანი ზეთებით აზავებენ. როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ზეთი უსარგებლოსგან?
რაფინირებული ზეთი - კარგია თუ ცუდი?
რაფინირებული ნიშნავს, რომ ზეთი ფიზიკურ-ქიმიურადაა დამუშავებული. ამის შემდეგ ზეთი უფრი ღია ფერის, უსუნო ხდება და მისი შენახვა ხანგრძლივი ვადით არის შესაძლებელი. მას სასარგებლო თვისებებიდან თითქმის აღარაფერი აქვს შემორჩენილი, აღარც ვიტამინები. ანუ მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. ამიტომ დააკვირდით ეტიკეტს და ირჩიეთ ზეთი, რომელიც არარაფინირებულია. თან "ცივი დაწნეხვის წესით" არის მიღებული. ამ წესით დამზადებული ყველა ზეთი სასარგებლოა.
ძვირი და იშვიათი ზეთი
ძვირი რომ ღირს, სულაც არ ნიშნავს, რომ თან სასარგებლოა. ამ დროს მარტო ეტიკეტის ნდობა არ ღირს. საკითხავია, ეს კომპანია თავად აწარმოებს პროდუქტს?.. გააგრძელეთ კითხვა