მოძებნეთ წამალი სამზარეულოში - Gemrielia.ge

მოძებნეთ წამალი სამზარეულოში



კუჭში სიმძიმის შეგრძნების დროს:
ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი თაფლში ამოავლეთ და დაღეჭეთ.

დიარეის დროს:
ნახევარ ჭიქა იოგურტს და ნახევარ ჭიქა წყალს დაამატეთ მსიკვი დაფქული ჯანჯაფილი და მუსკატის კაკალი, შემდეგ კი დალიეთ.

მეტეორიზმის დროს:
1 ჭიქა წყალში წამოადუღეთ თითო ჩაის კოვზი კამის თესლი, კარდამონი და ჯანჯაფილი. ცოტა გააგრილეთ და დალიეთ.

თავის ტკივილის დროს:
1 ჩაის კოვზ ძირას და ქინძის თესლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, წამოადუღეთ და სვით ყლუპებად, ცოტ-ცოტა.

ცხიმიანი კანისა და აკნეს შემთხვევაში:
1 სუფრის კოვზ ალოეს წვენს ¼ ჩ.კ კურკუმა დაამატეთ. მიიღეთ 2-ჯერ დღეში, სანამ კანი არ გასუფთავდება.

პირიდან უსიამოვნო სუნის დროს:
დაღეჭეთ კამის თესლი ან წამოადუღეთ 1 ჭიქა წყალში თითო ჩაის კოვზი დაფქული კარდამონი, დარიჩინი და დაფნა. გააგრილეთ, გაწურეთ და დალიეთ.

გაციებისა და გრიპის დროს:
10 წუთით წამოადუღეთ 500 მლ წყალში ნახევარი ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, 1 ჩ.კ დარიჩინი. დალიეტ თითო ჭიქა 3 საათში ერთხელ, ცოტაოდენი თაფლით.