კონსერვების მოსახუფად როდის არის შესაბამისი მთვარე? - ნახეთ დღეების მიხედვით გაწერილი დეტალური ცხრილი
მთვარის ფაზების მიხედვით მწნილების, კომპოტების, ჩირისა და ტყლაპის მომზადება თითქმის ყველა ოჯახისთვის კარგად ნაცნობია. ცხადია, ძველად უფრო აქცევდნენ ყურადღებას ამ ყველაფერს, თუმცა დიასახლისების ნაწილი დღესაც გეტყვით, რომ არასწორ დროს გაკეთებული საქმე ხეირიანად ვერ ჩაივლის. ალბათ ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული და ის ცნობილი გამოთქმაც გემახსოვრებათ: ჭორს კარამდე მიჰყევიო.
მწნილებისა და კომპოტების მოსახუფად როდის არის შესაბამისი მთვარე?
თუკი ჩვენს წინაპრებს დავუჯერებთ, მწნილეულობის, ტყლაპისა თუ ჩირების გაკეთებისთვის საუკეთესო დრო ძველი მთვარეა. უფრო მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ ახალ მთვარეზე გაკეთებული აუცილებლად გაფუჭდება.
გთავაზობთ დეტალურ ცხრილს, სადაც ნახავთ რომელი დღეებია სასურველი 2022 წელს როგორც კონსერვების მომზადების, ასევე პროდუქტების გაყინვისთვის.