„თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური...“ - მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა - Gemrielia.ge

„თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური...“ - მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა. #445-ე დადგენილების თანახმად, ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

დოკუმენტში მოცემულია ღორების სადგომის და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ დეტალური მოთხოვნები.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც ასაქმებს ან ჩართავს პირს ღორების მოსავლელად, უნდა უზრუნველყოს აღნიშნულმა პირმა, რომელიც ზრუნავს ცხოველებზე, მიიღოს ინსტრუქციები და მითითებები. მას ასევე, „გავლილი უნდა ჰქონდეს კეთილდღეობის ასპექტებზე ფოკუსირებული სასწავლო კურსები“.

რაც შეეხება სპეციფიკურ მოთხოვნებს, დოკუმენტის თანახმად, შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური; ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი; ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ: ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად; დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება; სხვა ღორების დანახვის საშუალება. ღორების სადგომის იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი; ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს; ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე... გააგრძელეთ კითხვა