myquiz

„რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!“ - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში - Gemrielia.ge

„რა იქნება, რომ ტყემლის ყვავილობა დღესასწაულად ვაქციოთ?!“ - ხონელი პროფესორი საინტერესო ინიციატივით: ულამაზესი კარ-მიდამო და საოჯახო მეურნეობა გორდში

იკი­თხავთ, ალ­ბათ, სად სა­კუ­რა და სად ტყე­მა­ლიო? - მაგ­რამ ამი­სათ­ვის ამ სტა­ტი­ის გაც­ნო­ბა ღირს...

სა­კუ­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ალუ­ბა­ლია. ყვა­ვი­ლობს გა­ზა­ფხულ­ზე - მარ­ტი­დან აპ­რი­ლამ­დე. ყვა­ვი­ლე­ბის შე­ფე­რი­ლო­ბა მუქი წი­თე­ლი, მკვეთ­რი ვარ­დის­ფე­რი ან თეთ­რია. ინ­ტენ­სი­უ­რად იზ­რდე­ბა უმე­ტე­სად ია­პო­ნი­ა­ში, ჩი­ნეთ­სა და აშშ-ში. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ტო­ტე­ბი აქვს. მისი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ხეს ტოტს მო­ა­ტეხს, „ყვა­ვი­ლე­ბის ქურ­დს“ უწო­დე­ბენ, რაც ია­პო­ნი­ა­ში ცოდ­ვად ით­ვლე­ბა. სა­კუ­რა თუ "ჭრი­ლო­ბის­გან“ არ გა­ნი­კურ­ნა, შე­იძ­ლე­ბა, ერ­თბა­შად გახ­მეს კი­დეც.

sakura-1662123568.jpg

ეს მცე­ნა­რე ია­პო­ნე­ლე­ბის მიერ ძველ­თა­გან­ვე პა­ტივ­ცე­მუ­ლი იყო. ია­პო­ნი­ი­სა და ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა. 1992 წლის 27 მარ­ტი­დან კი „ია­პო­ნუ­რი სა­კუ­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბა დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ეგე­ბე­ბა, ხა­რობს, ზე­ი­მობს. ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ტყემ­ლის ყვა­ვი­ლო­ბას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, სა­ოც­რად ლა­მა­ზი რამ არის. თან, ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გვაკ­ლია და რა იქ­ნე­ბა, რომ ტყემ­ლის ყვა­ვი­ლო­ბა დღე­სას­წა­უ­ლად ვაქ­ცი­ოთ?!

გა­და­სა­რე­ვი რამ იქ­ნე­ბა. როცა ტყე­მა­ლი ყვა­ვის, მა­შინ სხვა არა­ფე­რი ყვა­ვი­ლობს და ბუ­ნე­ბის ამ მოვ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს, ხვდე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, ტყემ­ლის ყვა­ვი­ლო­ბის­თვის ბევ­რი ლექ­სი და სიმ­ღე­რაა მი­ძღვნი­ლი...

ucha-choqovani-1662123614.jpg

ჩემი ასე­თი გან­წყო­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ძირი ტყე­მა­ლი უკვე ჩავ­ყა­რე, გა­ვა­შე­ნე და წელს მომ­ცა კი­დეც პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბაა, ეს კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი­ცაა. ტყემ­ლის ფასი ყუ­რძნის ფას­ზე მე­ტია... მას­ზე დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა და თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლაც არ უნდა, თუნ­დაც ისე, რო­გორც ვე­ნახს. შე­წამ­ვლა არ სჭირ­დე­ბა, გამ­ძლე მცე­ნა­რეა. სო­ფელ­ში თა­ვი­სით ამო­სუ­ლი ტყემ­ლე­ბიც ბევ­რია,“ - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ფე­სო­რი უჩა ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­საც ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა აქვს.

ბა­ტო­ნი უჩა თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, - ამ ეტაპ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას მარ­თა­ლია აღარ ეწე­ვა, თუმ­ცა თა­ვის მა­მულს, სო­ფელ გორდში (ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) აქ­ტი­უ­რად უვ­ლის. ქა­ლა­ქის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და.

გორ­დი და გორ­დე­ლე­ბი

გორ­დი ცნო­ბი­ლი სო­ფე­ლია. ის სამი მხა­რის - იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლო­სა და ლე­ჩხუ­მის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. სო­ფე­ლი და­დი­ა­ნე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ით და ტყე-პარ­კი­თაც არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, იმე­რულ სო­ფელ­ში, და­დი­ა­ნე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა კი­თხვას ნამ­დვი­ლად აჩენს, რა­საც თა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი ახ­სნა ჰქო­ნია. 1704 წლი­დან სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის - და­დი­ა­ნის ტი­ტულს გორ­დე­ლი აზ­ნა­უ­რის, კა­ცია ჩი­ქო­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი ფლობ­და... გააგრძელეთ კითხვა