რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა, ჯამში მთლიანი ექსპორტის 28% საქართველოზე მოდის
რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა, ჯამში მთლიანი ექსპორტის 28% საქართველოზე მოდის - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „დილის პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია ქვეყნის გრძლვადიანი სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის, შედეგად უახლოეს პერიოდში იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეხვედრა, სადაც მიმდინრე ტენდენციებზე განმახვილდება ყურადღება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში წისქვილკომბინატების მასიური გაჩერების შემდეგ, დღეს უკვე, ხორბლის და ფქვილის იმპორტი ბალანსდება, რამაც წისქვილკომბინატების ნაწილის ამუშავება გამოიწვია. მათი სტაბილური ფუნქციონირება კი სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების ერთ-ერთი ფაქტორია.