12 რჩევა - როგორ დავზოგოთ ფული სუპერმარკეტში
ინტერიერში იყენებენ მკვეთრ ფერებს, საკონდიტრო ნაწარმის და პურ-ფუნთუშეულის დახლებს ვანილის არომატით ავსებენ , რაც მადას აღძრავს და ყიდვის დაუოკებელ სურვილს აჩენს. ასეთი წვრილმანები ბევრია, მაგრამ არსებობს მარტივი წესებიც, რომლებიც ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
1. არასოდეს წახვიდეთ სუპერმარკეტში მშიერი. როგორც წესი, შიმშილის განცდის დროს იმაზე მეტ პროდუქტს ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. მაშ შორის შეიძლება იყოს ისეთიც, რომლის ყიდვა საერთოდ არ გინდოდათ.
2. აუცილებლად იქონიეთ საყიდელი პროდუქტების სია, სუპერმარკეტში კი წადით პირდაპირ შესაბამისი სექციებისკენ და ნუ დაიწყებთ ყველაფრის თვალიერებას რაიმე საინტერესოს პოვნის მიზნით. დიდი შანსია სრულიად არასაჭირო ნივთები აღმოჩნდეს თქვენს კალათში.
3. ნუ აიღებთ ყველაზე დიდ ურიკას. სუპერმარკეტები ზრდიან და ზრდიან ურიკების ზომებს, რადგან კვლევების თანახმად, დიდი ზომის ურიკა მყიდველს ქვეცნობიერად აიძულებს მეტი და მეტი პროდუქტი შეიძინოს.
4. ნუ მოგერიდებათ კალათიდან ნივთის უკან ამოღება, თუნდაც უკვე სალაროსთან იდგეთ. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ის ნამდვილად გჭირდებათ, დააბრუნეთ უკან.
5. გაიყოლეთ ყურსასმენები და უსმინეთ მხიარულ, ოპტიმისტურ მუსიკას. სუპერმარკეტებში ხშირად ნელი, მელანქოლიური მუსიკაა ჩართული, რაც მყიდველებზე მოქმედებს: ისინი უფრო ნელა მოძრაობენ, დიდხანს ჩერდებიან დახლებთან და საბოლოოდ 29%-ით მეტს ხარჯავენ.
6. ყოველთვის კარგად გადაამოწმეთ ფასდაკლებული პროდუქტი: შესაძლოა სულ მალე ვადა გასდის და ვერ მოასწრებთ გამოყენებას, ან ერთი რომელიმე ზომის/წონის პროდუქტია ფასდაკლებული, თქვენ კი შესაძლოა მეორეს ყიდულობთ.
7. დახლის წინა რიგში ის პროდუქტები დევს, რომელსაც უფრო მალე გასდის ვადა. ახალი პროდუქტები მათ უკანა რიგში მოიძიეთ.
8. ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ზომის შეფუთვით შესაძლოა განსხვავებული ფასი ღირდეს. მაგალითად თუ იყიდით 500 გრამიან კარაქს, დაგიჯდებათ უფრო ნაკლები, ვიდრე 2 ცალი 250 გრამიანი. გამოიყენეთ მარტივი მათემატიკური უნარები და შეადარეთ.
9. შეიძინეთ მხოლოდ სეზონური ხილ-ბოსტნეული. უფრო იაფიცაა და უფრო ჯანსაღიც.
10. შეარჩიეთ ჯანსაღი საკვები. ძეხვეულის ნაცვლად იყიდეთ ხორცი, მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს, გაზიან სასმელებს, რომელთაც არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია და მხოლოდ უსარგებლო კალორიები მოაქვს.
11. მოერიდეთ სუპერმარკეტში ბავშვებთან ერთად სიარულს. ათასგავარი უხარისხო და უსარგებლო პროდუქტი თვალწარმტაცი შეფუთვებით სწორედ ბავშვის თვალის გასწვრივაა განთავსებული თაროზე. მათ გულისგამაწვრილებელ "მიყიდე, მიყიდე"-ს ძახილს კი ბევრი მშობელი ვერ უძლებს
12. ოდესმე გიფიქრიათ რა განსხვავებაა პროდუქტის ვარგისინობის თარიღთან მიწერილ ფრაზებს best before და until შორის? პირველ მათგანს საკვების უსაფრთხოებასთან კავშირი ნაკლებად აქვს. ის მხოლოდ მწარმოებლის რეკომენდაციას აღნიშნავს პროდუქტის ოპტიმალურ ხარისხთან დაკავშირებით. პროდუქტის გამოყენება შეიძლება ვადის შემდეგაც, თუ კი დაცულია მისი შენახვის პირობები და საღია. ასეთი შეიძლება იყოს არა მალფუჭებადი პროდუქტი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ. გაითვალისწინეთ სანამ გადაყრას და ახლის ყიდვას დააპირებთ. თუმცა, ბუნებრივია, ეს ვადა უსასრულო არ არის და თვეობით შენახვა არასასურველია