როგორ მოვხარშოთ ყველაზე გემრიელად სიმინდი 15 წუთში - 2 ყველაზე სწორი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ მოვხარშოთ ყველაზე გემრიელად სიმინდი 15 წუთში - 2 ყველაზე სწორი მეთოდი

თუ მთელი ცხოვრება სიმინდს 2-3 საათის განმავლობაში ხარშავდით, დროა, აღმოჩენა გააკეთოთ და მითები დაამსხვრიოთ. სიმინდის მოხარშვას ერთი პატარა საიდუმლო აქვს. სინამდვილეში, მის მოსახარშად მხოლოდ 15 წუთია საჭირო, მაგრამ თუ 15 წუთს ოდნავ მაინც გადააცილებთ, სიმინდი კვლავ გამაგრდება და მის მოსახარშად ნამდვილად დაგჭირდებათ 2-3 საათი.

ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა მოხარშოთ სიმინდი ყველაზე გემრიელად და სწრაფად, 15 წუთში.

ინგრედიენტები:

  • სიმინდი
  • სიმინდის ფოჩები (მწვანე ფურცლები)
  • წყალი 2 ლ.
  • მარილი გემოვნებით
  • კარაქი სურვილისამებრ

საფეხურები:

  1. პირველ რიგში, შეარჩიეთ საღი სიმინდი, რომელსაც ექნება მწვანე ფოჩები (მოერიდეთ ყვითელს). შეამოწმეტ ასევე მარცვლების მდგომარეობა. გახსოვდეთ, რომ ყვითელმარცვლიანი სიმინდი ბევრად გემრიელია, ვიდრე თეთრმარცვლიანი.
  2. დიდ, სქელძირიანი ქვაბის ძირში ჩააფინეთ სიმინდის ფოჩები. დაასხით წყალი და წამოადუღეთ.
  3. როდესაც წყალი ადუღდება, ჩააწყვეთ გარჩეული სიმინდი (თუ დიდი ტაროებია, შუაზე გადატეხეთ). ხარშეთ მაღალ ცეცხლზე. ფოჩებიან ნახარშში სიმინდი ბევრად გემრიელი გამოდის.
  4. დაინიშნეთ დრო. 13 წუთის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ ერთი ტარო და გასინჯეთ. თუ მოხარშულია, გამორთეთ ცეცხლი. თუ ცოტა მაგარია, დატოვეთ კიდევ 2 წუთი.
  5. 15 წუთის შემდეგ, ამოიღეთ სიმინდი და გადაავლეთ ცივი წყალი, რომ თერმული პროცესი სწრაფად შეჩერდეს და სიმინდი არ გამაგრდეს. გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ მარილი. შეგიძლიათ წაუსვათ ცოტა კარაქიც.

ნახეთ მეორე მეთოდიც