3 უგემრიელესი საშემოდგომო დესერტი, რომლებიც წელს უნდა მოამზადოთ - Gemrielia.ge

3 უგემრიელესი საშემოდგომო დესერტი, რომლებიც წელს უნდა მოამზადოთ

გრილი ამინდის, ფერადი ფოთლების, მოსავლის აღებისა და ცხობის სეზონი უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში დარიჩინის, გოგრისა და ვაშლის ნამცხვრების სასიამოვნო სურნელი სულ მალე დატრიალდება.

სანამ საშემოდგომო დესერტების საუკეთესო რეცეპტებს გაგიზიარებდეთ, გიამბობთ, რატომ არის გოგრის ნამცხვარი სეზონის მთავარი გმირი და როდის გახდა ის პოპულარული. ამ სასარგებლო და გემრიელ ხილს ჩვენი წინაპრები ალბათ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად იყენებდნენ, თუმცა მე-19 საუკუნის დასაწყისში, კანადასა და აშშ-ში მისი ბუმი დაიწყო. ამ პერიოდის კულინარიულ წიგნებში გოგრის ღვეზელი მადლიერების დღის აღსანიშნავი სუფრის ერთ-ერთ წამყვან დესერტად მიიჩნეოდა.

გიზიარებთ 3 უგემრიელესი საშემოდგომო დესერტის რეცეპტს. ნებისმიერი მათგანი თქვენს სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.

sashemodgomo-deserti2-1662974082.jpg

გოგრის ღვეზელი

8-10-ნაჭრიანი კლასიკური გოგრის ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ცომისთვის:

karaqi-1662974150-1663011426.jpg

  • კვერცხი - 1 ც

შიგთავსისთვის:

  • ღვეზელის ფორმა (მზა ან იხილეთ რეცეპტი)
  • 450 გ გოგრის პიურე;
  • 50 გ შაქარი;
  • 1 ჩკ ვანილის ექსტრაქტი;
  • ½ ჩკ მარილი;
  • 2 ც მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული;
  • 1 ჭიქა მაღალპროცენტიანი ნაღები;
  • ნიგოზი, ნუში ან თხილი (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

კარაქი და ფქვილი ხელით ასრისეთ. დაუმატეთ მარილი და კვერცხი. კარგად აურიეთ. მიღებული ცომი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით მაცივარში.

0,5 კგ გოგრა საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ კი დაჭყლიტეთ და მისგან პიურე მოამზადეთ. გაგრილებული პიურე კარგად ათქვიფეთ ნაღებთან და შაქართან ერთად. შეათქვიფეთ ვანილი და კვერცხი. მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა, დაასხით მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთის-1 საათის განმავლობაში.

sashemodgomo-desertii3-1662974229.jpg

ვაშლის ღვეზელი დარიჩინით

დასახელება უკვე გვატყობინებს, რომ წინ უგემრიელესი დესერტის დაგემოვნება გველის. მის მოსამზადებლად კი ავიღოთ ღრმა ჭურჭელი და დავიწყოთ შემდეგი ინგრედიენტების ერთმანეთში შერევა:

  • 2 ან 2,5 ვაშლი (ხილის ზომის მიხედვით);
  • 60 გ „დღის“ გამდნარი კარაქი;
  • 50 გ შაქარი;
  • ფხვიერი ან თხევადი ვანილის ექსტრაქტი;
  • 1 ც კვერცხი
  • 80.00 მლ „დღის“ რძე;

rdze-1662974289-1663011505.jpg

  • 250 გ ფქვილი;
  • 1 ჩკ საფუარი;
  • 1,5 ლ წყალი
  • მწიკვი მარილი
  • ნიგოზი (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

გამდნარი კარაქი და შაქარი ვთქვიფოთ იქამდე, სანამ კრემოვან კონსისტენციას არ მიიღებს და დავუმატოთ კვერცხი. ფქვილი, მარილი და ვანილი შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ უკვე მიღებულ კარაქისა და შაქრის მასას. მესამე ეტაპზე დავამატოთ თბილი რძე და მიღებულ მასას შევურიოთ წყალში გახსნილი საფუარი.

ბოლო საფეხური არის მასისთვის მცირე რაოდენობის „ დღის“ კარაქის შეზელა და რბილი ცომის მოზელა, რომელსაც შევფუთავთ და 2 საათით თბილ ადგილას გავაჩერებთ. შემდეგ ვშლით საცხობ ყალიბზე და ზემოდან ვაწყობთ გათლილ, თხელ ნაჭრებად დაჭრილ ვაშლს, ვაყრით დარიჩინს და ნიგოზს სურვილისამებრ. ვაცხობთ 170 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.

ცხობის პროცესში თქვენს სახლში ნამდვილი შემოდგომის სურნელი დატრიალდება.

sashemodgomo-deserti4-1662974368.jpg

გოგრის ჩიზქეიქი

ჩიზქეიქის მოყვარულებისთვის ეს დესერტი ნამდვილი აღმოჩენა იქნება. წარმოგიდგენთ გოგრის ჩიზქეიქს, რომლის გემო და კონსისტენცია საოცარ შეგრძნებებს მოგგვრით.

მის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • 200 გ ფხვიერი ორცხობილა;
  • ½ ჭიქა „დღის“ გამდნარი კარაქი;
  • 250 გ გოგრა;
  • 500 გ „დღის“ ხაჭო ან კრემყველი;

xacho-1662974427-1663011630.jpg

  • 100 გ შაქარი;
  • 3 ც კვერცხი;
  • ვანილის ფხვიერი ან თხევანი ექსტრაქტი;
  • ლიმონის ქერქი;
  • ½ ჩაის კოვზი მარილი;
  • 150 გ „დღის“ არაჟანი;

arajani-1662974455-1663011720.jpg

  • კარამელის სოუსი;
  • ნაღები.

მომზადება:

თავდაპირველად, დავჭრათ გოგრა წვრილ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ისინი ჭურჭელში და 20 წუთით ცეცხლზე დავდგთ, დავაბლენდეროთ. დაფშვნილი ორცხობილა და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში და როცა ერთგვაროვან მასას მივიღებთ, გადავანაწილოთ ფორმაში ჩაფენილ საცხობ ქაღალდზე, შევდოთ მაცივარში და გავაგრძელოთ დესერტის მთავარი მასის მომზადება. კარგად ავთქვიფოთ ხაჭო, შაქარი, კვერცხი, არაჟანი და ვანილი. დავუმატოთ გოგრის პიურე. საბოლოოდ კი ჩავასხათ ფორმაში და მოვათავსოთ 160 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში.

საბოლოოდ, გოგრის ჩიზქეიქი 1 საათით შევდგათ მაცივარში და მირთმევამდე თითოეულ ნაჭერს მოვასხათ ჯერ ნაღები, შემდეგ კი კარამელის სოუსი, სურვილისამებრ.

ამ სამი დესერტიდან თქვენ რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?