ანწლი გაციების უებარი წამალია - მცენარის სამკურნალო თვისებები და ჩასანიშნი რეცეპტები - Gemrielia.ge

ანწლი გაციების უებარი წამალია - მცენარის სამკურნალო თვისებები და ჩასანიშნი რეცეპტები

დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონტოექტაზების დროს.ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება - თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

  • ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს 20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და სვამენ ცხელ ნაყენს. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში.

ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება.

anwli1-1663139399.jpg

  • დიდგულას ყვავილის ნაყენის მისაღებად აიღეთ 5 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/2 - 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
  • დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს - როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.დიდგულას ნაყოფისაგან ტკბილი ნაყენის მისაღებად აიღეთ დიდგულას 200 გ სიროფი (ვაჟინი) 1 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. სიროფი გახსენით წყალში, დაუმატეთ არაყი და დადგით 3-4 დღე.

დიდგულა გაციების დროს

მინდა, ერთი სასარგებლო რეცეპტი გასწავლოთ. დიდგულა (ანწლი) არის მცენარე, რომელიც მე არა მარტო საუკეთესო წამლად, არამედ დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებადაც მიმაჩნია. მაგრამ არ აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ მედიცინაში. მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით... გააგრძელეთ კითხვა