როგორ გავაკეთოთ ვაშლის ჩირი - 4 სხვადასხვა მეთოდი
დაძველებულ ვაშლს ბევრი გამოყენება შეგიძლიათ მოუფიქროთ, მათ შორის ღვეზელები, ჯემი, კომპოტი და ასე შემდეგ, თუმცა მისი გამოშრობა და ჩირის სახით შენახვა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გემრიელი გამოსავალია.
პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ ხილი, მოაშორეთ თესლი და კანი, შემდეგ კი დაჭერით 0,5სმ-ის სისქის ნაჭრებად. დაჭრილი ვაშლი მოათავსეთ 1%-იან მარილიან ხსნარში, რათა არ დაიჟანგოს და არ დაკარგოს გემო.
ვაშლის გაშრობა ღუმელში საკმაოდ მარტივია. დაჭრილი ხილი დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე, შედგით ოდნავ ღია ღუმელში და გამოაშრეთ დაბალ ცეცხლზე, 7-8 საათის განმავლობაში. ვაშლი გადაატრიალეთ ყოველ საათ-ნახევარში ერთხელ.
ვაშლის გასაშრობად მიკროტალღურ ღუმელში ვაშლის ნაჭრები ერთ ფენად უნდა დაალაგოთ ბამბის ქსოვილით დაფარულ დიდ ჭურჭელზე. ზემოდან მოათავსეთ ბამბის ქსოვილის კიდევ ერთი ნაჭერი. გამოაცხვეთ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში.
ვაშლის ელექტრო საშრობით გასაშრობად ვაშლები ერთ ფენად მოათავსეთ საშრობში. გამოაშრეთ ხილი 2 საათის განმავლობაში.
სხვათაშორის, ვაშლის გაშრობა მზის სხივების ქვეშაც შეიძლება. ვაშლები ააცვით ძაფზე და დაკიდეთ მზიან ადგილას გასაშრობად. ღამით ვაშლებს აუცილებლად გადააფარეთ ქსოვილი და ოთახში შეინახეთ. ხილი მზად იქნება როდესაც არ იქნება წებოვანი, რბილი და ელასტიური.
ხმელი ვაშლი საუკეთესოდ ინახება ნაჭრის ჩანთებში, მუყაოს ან ქაღალდის ყუთებში. გარდა ამისა, ოთახი მშრალი უნდა იყოს. ოთახი, სადაც ვაშლებს ინახავთ, უნდა იყოს ვენტილირებადი. არ გამოიყენოთ პლასტიკური ჩანთები ან დალუქული კონტეინერები.